,,ორგანიზატორების მხრიდან ადგილი აქვს არაპროფესიონალიზმს, ეს არის მათი პრობლმები, ჩემი დანაშაული არის ერთადერთი, რომ მე ვენდე ადამიანს, რომელიც დამპირდა, რომ საქართველოში ჩამოსვლისთანავე გამისტურმებდა ჩვენი ჯგუფის ჰონორარს და მან ეს პირობა არ შეასრულა.
ჩემი ნდობის ფაქტორი იყო ერთადერთი, ეს იყო ქართული კომპანია, მე იმდენად ვნებით ვეპყრობოდი საქართველოში კონცერტის ჩატარებას, რომ ვენდე მათ ათასგვარ სისულელეს, ეს არ არის ჩემი პრაქტიკა, პირველად ცხოვრებაში ვიხმარ ჟარგონს და ვიტყვი რომ გადამაგდეს და თან სად? თბილისში.
ჩემი მუსიკოსები ჩემი ჯგუფის გარდა უამრავი პროექტით არაინ დაკავებულნი და ეს დღეები, რაც მოვპარე მათ, 5000 დოლარი ჩემი პირადი ფული გადავუხადე. აქ საუბარია მარტო ჰონორარზე. ჩემი კაპრიზი არის ჩემი, მაგრამ მათი დრო და სამუშაო არის მათი.
მე არ მგონია, რომ მათი მხრიდან რაიმე კომპენსაცია მივიღო, ოღონდ თავი დამანებონ და არაფერი არ მინდა, ჩემს ინტერესებშია, რომ ხალხს დაუბრუნდეთ მორალური თუ არა ბილეთის ფასი მაინც.
გაყიდული იყო ჩემი პირადი მონაცემებით 450 კაცის ბილეთი, შესაძლოა მეტიც...", - განაცხადა მომღერალმა თეონა კონტრიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საღამოს ,,თბილისი ივენთ ჰოლში" თეონა კონტრიძის კონცერტი უნდა გამართულიყო, თუმცა საღამო ჩაიშალა, რადგან ორგანიზატორებმა მომღერალს ჰონორარის გადახდაზე უარი უთხრეს.
მასალის გამოყენების პირობები






