გივი ბერიკაშვილი: რომ არა ივანიშვილი, მხოლოდ "ქუთუ და კუტუ" გვექნებოდა
საზოგადოება - 21:33, 27 Apr, 2013     2202
- ასე აფასებს განვლილ 9 წელიწადს გივი ბერიკაშვილი "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუს დროს და ამატებს: "ასე დაარქვეს და მე რა ვქნა?"  "ნიუპოსტი" გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:

 

"ვერ ვიტყვი, რომ ვინმე კეტით დაგვდევდა და თავ-პირს გვამტვრევდა, მაგრამ ძაღლადაც არავინ გვაგდებდა. ჩარეცხილები ვიყავით და არაფრის გამკეთებლები";

 

"ახლა ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები ისეთ გეგმებს გვიცხადებენ, რაც ხუთი თითივით ვიცით. უბრალოდ ის მიკვირს, ამდენ ხანს რატომ არ აკეთებდნენ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ. საქმე თუკი გაკეთდება, ერთი ადამიანი არ მეგულება – არც პოზიციაში და არც ოპოზიციაში, რამეს ხელი შეუშალოს. ვინც კარგი საქმის კეთებას ხელს შეუშლის, იმას თავი უნდა მააჭრა!

 

- განვლილ 9 წელს როგორ აფასებთ?

 

- როგორ უნდა შევაფასო?!… მოდი, პირდაპირ ვთქვათ. განვლილ 9 წელიწადში ბიძინა ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო, დღეს არც თეატრი გვექნებოდა და არც არაფერი. ბოდიში თქვენთან და, გვექნებოდა მხოლოდ "ქუთუ და კუტუ" (ასე დაარქვეს და მე რა ვქნა?!). დღეს ათასი რამ კეთდება, კაცო და თვალი არ უნდა დავხუჭოთ.

 

- დღეს კეთდება კი ათასი რამ?

 

- 30 წელია ყველაფერს ვანგრევთ და ერთ დღეში ხომ ვერ გამაასწორებ ყველაფერს.ამ დაზარალებულ და დასეტყვილ კახეთში ფული დაურიგა ბიძინა ივანიშვილმა გლეხებს და ისინი თურმე გაქანდნენ და მანქანების ბაზრობებთან რიგები იდგა. ვენახს კი არ მიხედეს!.. მე კახეთში ვერ ჩავდივარ და დაბეჯითებით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ძალიან გული დამწყდა, ასეთ ამბავს ყური რომ მოვკარი.

 

ერთსა და ორს შეიძლებოდა ეყიდა მანქანა, მაგრამ ყველამ რომ მანქანა იყიდა,ვენახს ნახმარი "ოლგა" უშველის?! ამისთვის მისცეს 100 მილიონი კახეთსა?!.. სხვა მხარეზეც ვხედავთ, ეს კაცი რაღაცის გაკეთებას ცდილობს და ყველაფერს დრო გამააჩენს. თუ არა და, ქართველი ხალხი ისეთია, უთქმელს არაფერს დატოვებს. სამართალმა პური უნდა ჭამოს."





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42