გენერალ-მაიორს მეტინ აკაიას და გარნიზონის მეთაურს, გენერალ-მაიორ მუსტაფა კურუტმაზს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ს ცნობით, დაკავებული 182 სამხედრო პირი, მათ შორის სამხედრო მაღალჩინოსნები. დაპატიმრების ორდენია გაცემული 77 სამხედრო მოსამსახურეზე, მათ შორის მეთაურებზე.
თურქეთში 2745 მოსამართლე თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ხოლო 140 მოსამართლეზე დაკავების ორდერი გაიცა.
მედიის ინფორმაციით, მოსამართლეების გათავისუფლების გადაწყვეტილება პროკურორთა უმაღლესმა საბჭომ მიიღო.
თურქეთში გუშინ სამხედრო გადატრიალება არ შედგა. ოფიციალური ინფორმაციით, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შედეგად დაღუპულია 192 ადამიანი, ხოლო დაშავებულია 1440 ადამიანი.
სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან კავშირში ეჭვმიტანილი სულ 2 800 ადამიანი. ბოლო ინფორმაციით, თურქეთში სიტუაციას ხელისუფლება აკონტროლებს.
ქვეყანაში კომენდანტის საათი და სამხედრო მდგომარეობა მოქმედებს.
სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამო გადააყენეს 5 გენერალი და 29 პოლკოვნიკი.
რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ თურქული სამხედრო ვერტმფრენი, რომლის ბორტზეც 8 ადამიანი იმყოფება, საბერძნეთში დაეშვა და ქვეყანას თავშესაფარი სთხოვა. საბერძნეთის პოლიციამ ვერტმფრენში მყოფი თურქი სამხედროები დააკავა. ბორტზე მყოფი 8 ადამიანიდან 7 სამხედრო პირი ერთი კი მშვიდობიანი მოქალაქეა.
სავარაუდოდ, სამხედრო პირები გადატრიალების მცდელობის მონაწილეები არიან.
ოფიციალური ანკარა საბერძნეთს მოუწოდებს, დროულად გადმოეცეს თურქეულ მხარეს ის 8 ამბოხებული, რომელმაც ათენს შეაფარა თავი.
მასალის გამოყენების პირობები






