მედიის ინფორმაციით, მოსამართლეების გათავისუფლების გადაწყვეტილება პროკურორთა უმაღლესმა საბჭომ მიიღო.
თურქეთში გუშინ სამხედრო გადატრიალება არ შედგა. ოფიციალური ინფორმაციით, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შედეგად დაღუპულია 161 ადამიანი, ხოლო დაშავებულია 1440 ადამიანი.
სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან კავშირში ეჭვმიტანილი სულ 2 800 ადამიანი.
ბოლო ინფორმაციით, თურქეთში სიტუაციას ხელისუფლება აკონტროლებს.
ქვეყანაში კომენდანტის საათი და სამხედრო მდგომარეობა მოქმედებს.
სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამო გადააყენეს 5 გენერალი და 29 პოლკოვნიკი.
რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ თურქული სამხედრო ვერტმფრენი, რომლის ბორტზეც 8 ადამიანი იმყოფება, საბერძნეთში დაეშვა და ქვეყანას თავშესაფარი სთხოვა. საბერძნეთის პოლიციამ ვერტმფრენში მყოფი თურქი სამხედროები დააკავა. ბორტზე მყოფი 8 ადამიანიდან 7 სამხედრო პირი ერთი კი მშვიდობიანი მოქალაქეა.
სავარაუდოდ, სამხედრო პირები გადატრიალების მცდელობის მონაწილეები არიან.
ოფიციალური ანკარა საბერძნეთს მოუწოდებს, დროულად გადმოეცეს თურქეულ მხარეს ის 8 ამბოხებული, რომელმაც ათენს შეაფარა თავი.
მასალის გამოყენების პირობები






