ამის შესახებ ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
,,უნდა აღინიშნოს, რომ დაფიქსირდა შემთხვევები, როცა პირები, რომლებსაც არ ჰქონდათ უფლებამოსილება ყოფილიყვნენ დამკვირვებლები, მონაწილეობდნენ სადამკვირებლო მისიაში. კერძოდ, ეს ეხებოდა თვითმმართველობის წარმომადგენლებს. საკრებულოს წევრებს, რომლებიც დარეგისტრირდნენ, როგორც დამკვირვებლები და აკვირდებოდნენ არჩევნებს. ძირითადად მსგავსი შემთხვევები სამტრედიისა და ბაღდათის საარჩევნო ოლქებში დაფიქსირდა.
ჩვენ ამის შესახებ განცხადებების გავაკეთეთ და მივმართეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება და ეს პირები მოხსნეს არჩევნებიდან. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ცესკომ ჩვენი განცხადებების საფუძველზე დროული რეაგირება მოახდინა.
მეორე მნიშვნელოვანი ტენდენცია, რომელიც ჩვენ დავაფიქსირეთ, ძირითადად ეს იყო ნაძალადევის ოლქში, დაახლოებით 15 საარჩევნო უბანთან დაფიქსირდა, რომ უბნებთან იდგნენ ადამიანთა გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ამომრჩევლების აღრიცხვას ახდენდნენ. ჩვენ მსგავს ქმედებას ყოველთვის მივიჩნევდით არამიზანშეწონილად.
დაფიქსირდა ჟურნალისტების მიმართ ფსიქოლოგიური და ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობები. ეს განახორციელეს იმ პირებმა, რომლებიც ფორმალურად წარმოადგენდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, თუმცა, მათ განმარტებაში აღნიშნეს, რომ ისინი წარმოადგენდნენ "ქართულ ოცნებას".
დარღვევები როლებიც მთელი დღის განმავლობაში ფიქსირდებოდა, ხშირ შემთხვევაში უკავშირდებოდა გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მცდელობას. პრობლემები იყო როგორც საარჩევნო სიის შედგენასთან დაკავშრებით, ასევე ბიულეტენების გაცემასთან დაკავშრებითაც", - განაცხადეს ,,ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციაში" საგანგებოდ გამართულ ბირფინგზე.
მასალის გამოყენების პირობები






