როგორც გამოცემა საბერძნეთის პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, ვერტმფრენი საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ალექსანდროპოლისში დაეშვა. საბერძნეთის პოლიციამ ვერტმფრენში მყოფი თურქი სამხედროები დააკავა. ბორტზე მყოფი 8 ადამიანიდან 7 სამხედრო პირი ერთი კი მშვიდობიანი მოქალაქეა.
სავარაუდოდ, სამხედრო პირები გადატრიალების მცდელობის მონაწილეები არიან.
ამჟამინდელი მონაცემებით, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 194-ს შეადგენს, დაშავებულთა რიცხვი 1440-ს აღემატება.
თურქეთის მთავრობის განცხადებით, დაღუპულთაგან 41 პოლიციელი, 2 ჯარისკაცი, 47 სამოქალაო პირი და 104 აჯანყებულია.
სულ დაკავებულია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან კავშირში ეჭვმიტანილი 1563 ადამიანი.
ბოლო ინფორმაციით, თურქეთში სიტუაციას ხელისუფლება აკონტროლებს.
ქვეყანაში კომენდანტის საათი და სამხედრო მდგომარეობა მოქმედებს.
სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამო გადააყენეს 5 გენერალი და 29 პოლკოვნიკი.
მომხდარის გამო რამდენიმე საათით შეჩერებული იყო სტამბოლში ათათურქის აეროპორტის მუშაობა. ამჟამად აეროპორტს ქვეყნის არმია აკონტროლებს.
მასალის გამოყენების პირობები






