ამავდროულად, რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა ექსტრემისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელწმიფომ" აიღო.
ამ წუთებში საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას მართავს.
შეგახსენებთ, ტერაქტი ნიცაში გუშინ გვიან ღამით მოხდა. „ბასტილიის აღების დღის“ აღსანიშნავ დღესასწაულზე შეკრებილ ადამიანთა შორის, რომლებიც ფოიერვერკებს უყურებდნენ, სატვირთო ავტომობილი შევარდა.
თავდამსხმელმა ხალხის მისამართით გასროლაც მოასწრო. პანიკისა და შეჯახების შემდეგ ინტერნეტში თვითმხილველების მიერ გადაღებული სისხლიანი კადრები გავრცელდა.პოლიციამ სატვირთოს მძღოლი ადგილზე მოკლა. მისი ავტომობილიდან კი ამოღებულია იარაღი და ხელყუმბარები.
ამჟამინდელი მონაცემებით დაღუპულია 84 ადამიანი, დაშავებულია 100. დაღუპულთა შორის 10 ბავშვია. ნიცას ტერაქტის შედეგად დაღუპულთა შორის საფრანგეთის გარდა, ამერიკის, რუსეთის, შვეიცარიის, გერმანიისა და სომხეთის მოქალქეებიც არიან.
გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელი, რომელიც ნიცაში სატვირთო მანქანას მართავდა, მუჰამედ ლაჰუაეჯ ბუჰლელია. როგორც ფრანგული მედია იტყობინება, თავდამსხმელი წარმოშობით ტუნისელი, 31 წლის ადგილობრივი მცხოვრებია, რომელიც ტერაქტამდე 9 საათის განმავლობაში სანაპიროზე იდგა და თავს ნაყინის გამყოდველად ასაღებდა.
მასალის გამოყენების პირობები






