თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას თურული მედია ავრცელებს. თურქეთში შეტაკებების დროს დაღუპულთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა. სააგენტოს ცნობით დაშავებულია 1154 ადამიანი.
გავრცელებული ცნმობით, მოკლულია სახელმწიფო გადატრიალების 16 მონაწილე.
სულ დაკავებულია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან კავშირში ეჭვმიტანილი 1563 ადამიანი.
ბოლო ინფორმაციით, თურქეთში ვითარება კვლავ მძიმეა, თუმცა სიტუაციას ხელისუფლება აკონტროლებს.
ქვეყანაში კომენდანტის საათი და სამხედრო მდგომარეობა მოქმედებს.
სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამო გადააყენეს 5 გენერალი და 29 პოლკოვნიკი. მომხდარის გამო რამდენიმე საათით შეჩერებული იყო სტამბოლში ათათურქის აეროპორტის მუშაობა. ამჟამად აეროპორტს ქვეყნის არმია აკონტროლებს.
მასალის გამოყენების პირობები






