თურქეთის სამხედრო გადატრიალების მომხრეთა მიერ მძევლად აყვანილი გენშტაბის უფროსი, გენერალი ჰულუსი აკარი უსაფრთხოების ძალების მიერ გათავისუფლებულია.
ამის შესახებ ინფორმაცის CNN-ის თურქული გამოცემა იტყობინებ. ტელეკომპანიის ინფორმაციით, გენერალი თურქეთის დედაქალაქ ანკარადან ჩრდილო-აღმოსახლეთით მდებარე ავიაბაზაზე იმყოფებოდა.
ბოლო ინფორმაციით, თურქეთში ვითარება კვლავ მძიმეა, თუმცა სიტუაციას ხელისუფლება აკონტროლებს.
ქვეყანაში კომენდანტის საათი და სამხედრო მდგომარეობა მოქმედებს.
ამჟამინდელი მონაცემებით, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას 42 ადამიანი შეეწირა . მათი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეა. როგორც CNN ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით იტყობინება გარდაცვლილთგან აქედან 17 პოლიციელია. მონაცემებით დაშავებულია 1 000-მდე ადამიანი.
სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამო გადააყენეს 5 გენერალი და 29 პოლკოვნიკი. მომხდარის გამო რამდენიმე საათით შეჩერებული იყო სტამბოლში ათათურქის აეროპორტის მუშაობა. ახლა აეროპორტს ქვეყნის არმია აკონტროლებს.
მთელი ღამის განმავლობაში დააკავეს 754 ადამიანი. როგორც პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი აცხადებს, ამ დროისთვის ვითარება მეტწილად კონტროლს ექვემდებარება.
მასალის გამოყენების პირობები






