ალექსანდრე ქართველი და აშშ-ის სამხედრო ავიაცია"
საზოგადოება - 19:33, 27 Apr, 2013     559



ღონისძიება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გახსნა. პროექტის პრეზენტაციას თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობა, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, ქართველი და უცხოელი ბიზნესმენები და საზოგადო მოღვაწეები დაესწრნენ.

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ავიაკონსტრუქტორის შესახებ პრეზენტაცია სტუმრებს რეჟისორმა და მკვლევარმა რამაზ ბლუაშვილმა წარუდგინა. მან ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილის) ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, ასევე პროექტის ძირითად ეტაპებზე ისაუბრა.

ქართველ ავიაკონსტრუქტორს აშშ-ის სამხედრო და აკადემიურ წრეებში ავიაციის ლეგენდად მიიჩნევენ. ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილის) სახელს უკავშირდება 14 ამერიკული სამხედრო-საბრძოლო თვითმფრინავის შექმნა, მათ შორის P-35, P-47, F-84, F-105 და A-10. ეს ის თვითმფრინავებია, რომლებსაც აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალები ყველაზე მასშტაბურ სამხედრო კამპანიებში იყენებდნენ - II მსოფლიო ომში, კორეაში, ვიეტნამში, ერაყში, ავღანეთში და ა.შ. ქართველი ავიაკონსტრუქტორის მიერ შექმნილი ერთ-ერთი სამხედრო-საბრძოლო თვითმფრინავი A-10 Thunderbolt II ნატოს წევრი ქვეყნების შეიარაღებაში დღემდე გამოიყენება. ალექსანდრე ქართველი (ქართველიშვილი) აშშ-ის ატომურ და "ნასას" პროექტებშიც იყო ჩართული. მან უდიდესი როლი შეასრულა აშშ-ის საჰაერო ძალების ისტორიაში. მის მიერ შექმნილი პროექტები დღემდე განხორციელების პროცესშია.

რეჟისორმა და მკვლევარმა რამაზ ბლუაშვილმა პროექტის "ალექსანდრე ქართველი და აშშ-ის სამხედრო ავიაცია" ოთხ ძირითად ეტაპზე გაამახვილა ყურდაღება. როგორც მან აღნიშნა, უდიდესი ქართველი ავიატორის საქართველოში უკეთ გასაცნობად და მსოფლიოს წინაშე მისი დამსახურების პოპულარიზაციისთვის, მნიშვნელოვანია მის მიერ შექმნილი ერთ-ერთი თვითმფრინავის საქართველოში საექსპოზიციოდ ჩამოტანა. ასევე, იგეგმება ალექსანდრე ქართველის მუზეუმის შექმნა, სადაც ავიაკონსტრუქტორის პირადი ნივთები, საარქივო დოკუმენტები, წერილები, ფოტოები და თვითმფრინავის მოდელები გამოიფინება.

რეჟისორმა რამაზ ბლუაშვილმა ალექსანდრე ქართველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის გადაღებაზეც ისაუბრა. პროექტის ფარგლებში, ასევე იგეგმებ ა ქართველი ავიატორის შესახებ ორენოვანი, მხატვრულ-სამეცნიერო წიგნის გამოცემა.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, მოწვეულ სტუმრებს რამაზ ბლუაშვილმა ალექსანდრე ქართველის შესახებ ფილმის თრეილერი წარუდგინა, რომელიც აშშ-ის საავიაციო მუზეუმებიდან, "ნასა"-დან და აშშ-ს საჰაერო ძალების არქივებიდან გამოთხოვილი მასალების საფუძველზე შექმნა.

პროექტზე რეჟისორ რამაზ ბლუაშვილთან ერთად, ქართულ-ამერიკული ცენტრი "ლანგეითი"-ც მუშაობს. ცენტრში უშუალოდ საქართველოს თავდაცვის მინისტრისთვის გასული წლის დეკემბერში პროექტის პრეზენტაცია გაიმართ

 





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42