ლონდონის მერმა საფრანგეთს თანადგომა გამოუცხადა და განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადება ტერორისტებს დაამარცხებს.
შეგახსენებთ, ტერაქტი ნიცაში გვიან ღამით მოხდა. „ბასტილიის აღების დღის“ აღსანიშნავ დღესასწაულზე შეკრებილ ადამიანთა შორის, რომლებიც ფოიერვერკებს უყურებდნენ, სატვირთო ავტომობილი შევარდა.
თავდამსხმელმა ხალხის მისამართით გასროლაც მოასწრო. პანიკისა და შეჯახების შემდეგ ინტერნეტში თვითმხილველების მიერ გადაღებული სისხლიანი კადრები გავრცელდა.პოლიციამ სატვირთოს მძღოლი ადგილზე მოკლა. მისი ავტომობილიდან კი ამოღებულია იარაღი და ხელყუმბარები.
ამჟამინდელი მონაცემებით დაღუპულია 84 ადამიანი, დაშავებულია 100. დაღუპულთა შორის 10 ბავშვია. ნიცას ტერაქტის შედეგად დაღუპულთა შორის საფრანგეთის გარდა, ამერიკის, რუსეთის, შვეიცარიის, გერმანიისა და სომხეთის მოქალქეებიც არიან.
თავდამსხმელი, რომელიც ნიცაში სატვირთო მანქანას მართავდა, მუჰამედ ლაჰუაეჯ ბუჰლელია. როგორც ფრანგული მედია იტყობინება, თავდამსხმელი წარმოშობით ტუნისელი, 31 წლის ადგილობრივი მცხოვრებია.
გავრცელებული ცნობით, მას მეუღლე და 3 შვილი ჰყავს. ამავდროულად, ვრცელდება ინფორმცია, რომ თავდამსხმელი განსაკუთრებული რელიგიურობით არასოდეს გამოირჩეოდა. მეზობლების ცნობით, ის მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის მარხვას სრულად არ იცავდა.
გავრცელებული ცნობით, ნიცას ტერაქტის შემსრულებელი, 31 წლის მუჰამედ ლაჰუაეჯ ბუჰლელი, ნიცას სანაპიროზე ტერაქტის მოწყობამდე, 9 საათის განმავლობაში თავს ნაყინის გამყიდველად ასაღებდა.
მასალის გამოყენების პირობები






