ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, მასთან შესამოწმებლად მისულ სამართალდამცავებს, თავდამსხმელმა უთხრა, რომ ნაყინს ყიდდა და მანქანაში საეჭვო არაფერი ჰქონდა. პოლიციამ მანქანის შემოწმება სწორედ ამ მიზეზის გამო გადაიფიქრა, რეალურად კი სატვირთოში ხელყუმბარები და იარაღი ეწყო.
თავდამსხმელი, რომელიც ნიცაში სატვირთო მანქანას მართავდა, მუჰამედ ლაჰუაეჯ ბუჰლელია. როგორც ფრანგული მედია იტყობინება, თავდამსხმელი წარმოშობით ტუნისელი, 31 წლის ადგილობრივი მცხოვრებია.
გავრცელებული ცნობით, მას მეუღლე და 3 შვილი ჰყავს. ამავდროულად, ვრცელდება ინფორმცია, რომ თავდამსხმელი განსაკუთრებული რელიგიურობით არასოდეს გამოირჩეოდა. მეზობლების ცნობით, ის მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის მარხვას სრულად არ იცავდა.ტერაქტი ნიცაში გვიან ღამით მოხდა. „ბასტილიის აღების დღის“ აღსანიშნავ დღესასწაულზე შეკრებილ ადამიანთა შორის, რომლებიც ფოიერვერკებს უყურებდნენ, სატვირთო ავტომობილი შევარდა.
თავდამსხმელმა ხალხის მისამართით გასროლაც მოასწრო. პანიკისა და შეჯახების შემდეგ ინტერნეტში თვითმხილველების მიერ გადაღებული სისხლიანი კადრები გავრცელდა.პოლიციამ სატვირთოს მძღოლი ადგილზე მოკლა. მისი ავტომობილიდან კი ამოღებულია იარაღი და ხელყუმბარები.
ამჟამინდელი მონაცემებით დაღუპულია 84 ადამიანი, დაშავებულია 100. დაღუპულთა შორის 10 ბავშვია. ნიცას ტერაქტის შედეგად დაღუპულთა შორის საფრანგეთის გარდა, ამერიკის, რუსეთის, შვეიცარიის, გერმანიისა და სომხეთის მოქალქეებიც არიან.
მასალის გამოყენების პირობები






