თავდამსხმელი, რომელიც ნიცაში სატვირთო მანქანას მართავდა, პოლიციისთვის ცნობილი იყო
მსოფლიო - 10:54, 15 Jul, 2016     25522
სატვირთო მანქანის მძღოლი, რომელიც ნიცაში, დღესასწაულზე შეკრებილი ხალხის მასაში შევარდა, პოლიციისთვის ცნობილი იყო. თუმცა არა სადაზვერვო სამსახურებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მამაკაცი სამართალდამცავებისთვის ცნობილი იყო ისეთი დანაშაულების გამო, როგორიცაა ქურდობა და ძალადობა.

„როიტერსის“ცნობითვე, როგორც ფრანგული მედია იტყობინება, თავდამსხმელი წარმოშობით ტუნისელი, 31 წლის ადგილობრივი მცხოვრებია.

შეგახსენებთ, ტერაქტი ნიცაში გვიან ღამით მოხდა. ბასტილიის აღების დღის აღსანიშნავ დღესასწაულზე შეკრებილ ადამიანთა შორის, რომლებიც ფოიერვერკებს უყურებდნენ, სატვირთო ავტომობილი შევარდა.

თავდამსხმელმა ხალხის მისამართით გასროლაც მოასწრო. სატვირთოს მძღოლი პოლიციამ ადგილზე მოკლა. მისი ავტომობილიდან კი ამოღებულია იარაღი და ხელყუმბარები.

ამჟამინდელი მონაცემებით დაღუპულია 84 ადამიანი, დაშავებულია 100. დაშავებულთაგან 18 -ის მდგომარეობა კრიტიკულია, რაც მსხვერპლის გაზრდის საშიშროებას ქმნის.

დაღუპულთა შორის არიან ბავშვები. დაშავებულთა შორის კი ,ბრიტანეთის, დანიისა და ავსტრალიის მოქალაქეებიც.

პანიკისა და შეჯახების შემდეგ ინტერნეტში თვითმხილველების მიერ გადაღებული სისხლიანი კადრები გავრცელდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42