ამერიკის შეერთებული შტატები გამოთქვამს მზადყოფნას საფრანგეთს გამოძიების პროცესში დაეხმაროს. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა.
ნიცაში მომხდარ თავდასხმას რამდენიმე საათში მოჰყვა გამოხმაურება მსოფლიოს ლიდერებისგან.
„სასტიკი ტერორისტული თავდასხმა, რომელმაც ათობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა“, - ასე შეაფასა მომხდარი ბარაკ ობამამ თავის განცხადებაში და ამერიკელი ხალხის სახელით საფრანგეთს მიუსამძიმრა.
ფრანგი ხალხის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმაც, რომელმაც ბასტილიის დღე გუშინ პარიზში აღნიშნა. მომხდარს მონღოლეთიდან გამოეხმაურნენ აზია-ევროპის შეხვედრაზე მყოფი ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი. მათ შეხვედრა წუთიერი დუმილით გახსნეს.
„ეს არის ტრაგიკული პარადოქსი, თავდასხმა მოხდა ადამიანებზე, რომლებიც თავისუფლებას, თანასწორობასა და ძმობას ზეიმობდნენ. ჩვენ გარდაცვლილთა ოჯახების გვერდით ვდგევართ. ასევე, მხარს ვუჭერთ მთავრობას ძალადობისა და სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - განაცხადა ტუსკმა.
მასალის გამოყენების პირობები






