10.00 საათზე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) არჩევნები დაიწყება.
10:30 საათზე - ”კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე, ასევე არჩევნებში „ქართულ ოცნების“ სიით მონაწილეობასთან დაკავშირებით პორტალ ”კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
მის.: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565
11:00 საათზე - დევნილთა ყოფილი მინისტრი დავით დარახველიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: „აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნება და მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობა; ე.წ. რჩეულიშვილების საქმე და „ცენტრ-პოინტის“ ურთიერთობა დევნილთა სამინისტროსთან”.
მის.: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565
12:00 საათზე - "პირველის პრესკლუბში" "თავისუფალი საქართველოს" თავმჯომარე, კახა კუკავა ბრიფინგს გამართავს.
თემა: საარჩევნო გარემო, პარტიის გეგმები, უმრავლესობის ახალი სახეები, დავითაშვილის საქმე და სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.
მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული.
საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
14:00 საათზე - სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“, კომპანია „ბილაინთან“ ერთად, პროექტ „განავითარე ბიზნესის“ შედეგების დასკვნით კონფერენციას გამართავს.
მისამართი: 26 მაისის მოედანი 1.
საკონტაქტო ნომერი: 599 85 34 00
14:00 საათზე - პერინატალური რეგიონალიზაციის კონფერენცია გაიმართება ბათუმში. ღონისძიებას დაესწრება შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში საშა გრაუმანი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე.
მის: ბათუმი, სასტუმრო რადისონ ბლუ
საკონტაქტო პირი: ნინო ტალახაძე 595053605
14:00 საათზე - სასტუმრო ”ბეტსში" ”სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი" ”თანამედროვე ჟურნალისტიკის განვითარების პროგრამის" პროექტის დახურვის ღონისძიებას გამართავს.
მის.: მაყაშვილის ქ. #32/34
საკონტაქტო პირი თამარ ქარელი - 598 75 77 01
14:15 საათზე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მაღალმთიანი აჭარის რეგიონის პედაგოგებს შეხვდება.
მის.: ქ. ბათუმი, № 25-ე სკოლა (ყოფილი კახაბრის პირველი სკოლა)
16.00 საათზე - ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11 კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთი (ქუთაისის შემოვლითი - სამტრედიის გზის 9 კილომეტრიანი და სამტრედია-გრიგოლეთის 2 კილომეტრიანი მონაკვეთი) გაიხსნება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ახალ მიმართულებაზე გადაერთვება.
ახალ საგზაო მონაკვეთს, ოფიციალურად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე და იაპონიის ელჩი, საქართველოში ტოშიო კაიტანი გახსნიან.
18:00 საათზე - თიბისი არტ გალერეა გამოფენას „ჩემი სახლი 2“ უმასპინძლებს
ექსპოზიცია გამოფენის „ჩემი სახლი“გაგრძელებაა და ის თანამედროვე ქართველი და უცხოელი არტიტების ნამუშევრებს აერთიანებს.
მისამართი: თიბისი ბანკის სათავო ოფისი, თიბისი არტ გალერეა (მე-4 სართული)
19:00 საათზე - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპუსის საგამოფენო დარბაზში, ღონისძიება სახელწოდებით - “ჩვენ გვაერთიანებს აფხაზეთი“ გაიმართება, რომლის ორგანიზატორია საინიციატივო ჯგუფი „ერთად”.
მასალის გამოყენების პირობები






