რუსთავი 2-ის საქმე - სასამართლოს რეპუტაცია და არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი უზენაესი სასამართლოს ხელშია
პოზიცია - 16:52, 14 Jul, 2016     2268
მას შემდეგ რაც რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, თანამშრომლებთან ერთად, უზენაეს სასმართლოს საგანგებო განცხადებით მიმართა და ტელეკომპანიის საქმის წარმოებაში მიღება სთხოვა, ნიკა გვარამიას მოწოდებას ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა.

გვარამიამ გუშინ უზენაესი სასმართლოს სამოქალაქო პალატის თავმჯდომარესაც მიმართა. მან განცხადა, რომ თავმჯდომარის მიმართ ტელეკომპანიის მხარეს უნდობლობა აქვს, რადგან მათი ინფორმაციით, R 2- ის მოსამართლეს ივანიშვილის პარტიისთვის 60 ათასი აქვს შეწირული.

სამაუწყებლო კომპანიის ადვოკატებმა სააპელაციო სასამრთლოს გადაწყვტილება, რომლის მიხედვითაც, ნატა ნაზღაიძის კოლეგიამ რუსთავი2-ის 100%-იანი წილი ქიბარ ხალვაშს გადასცა, საკასაციო წესით უკვე გააასაჩივრეს.

ტელეკომპანიის იურისტების განცხადებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებობისთვის დადგენილ ოთხივე კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

უზენაეს სასამართლოს საქმის წარმოებაში მიღებას არასამთავრობო სექტორი, ექსპერტთა ნაწილი, საზოგადოების ცნობილი სახეები და ოპოზიცია სთხოვს.

გუშინ 6 - მა ავტორიტეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ უზენაეს სასამართლოს ტელეკომპანიის სარჩელის მიღებისკენ მოუწოდა.

უზენაეს სასამართლოს "რუსთავი 2"-ის სარჩელის წარმოებაში მიღებისკენ მოუწოდებენ საზოგადიოებისთვის ცნობილი სახეებიც. დღეს სპეციალური განცხადება უზენაეს სასამართლოსთან გაკეთდა.

განცხადების ავტორები, აცხადებენ, რომ ,,რუსთავი 2-ს ხელისუფლების ძალადობისგან ფიზიკურად დავიცავენ".

სამოქალაქო საზოგადოების ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოც დიდი წნეხის ქვეშ არის, სიინი რუსთავი 2 - ის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს და ბიძინა ივანიშვილის ფობიას უკავშირებენ.

"ვიცით, რომ მოსამართლეებზე მიმდინარეობს ზეწოლა, გვესმის რომ სასწორზე დევს მოსამართლეთა პირადი უსაფრთხოება, მაგრამ გთხოვთ მხედველობაში მიიღოთ, რომ თქვენ ხელშია ამ ქვეყანაში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი"- აღნიშნეს სპეციალურ ბრიფინგზე.

მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილი რუსთავი 2- ის გაჩუმებას იმიტომ ჩქარობს რომ ტელეკომპანია არჩევნებზე ეგზიტპოლების გაკეთებას გეგმავს.

„ჩვენ ფიზიკურად დავიცავთ რუსთავი 2-ს ძალადობისგან და არ დაუშვებთ უკანონო გადაწყვეტილების აღსრულებას"- აღნიშნეს განცხადების ავტორებმა.

რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერაც გაკეთდა.

ქვეყნის მესამე პირი იმედს გამოთქვამს, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც სასამართლო გამოიტანს, დასაბუთებული იქნება.

"სასამართლოებს ვერაფერს მოვუწოდებ რა უნდა გააკეთონ. მე ველოდები ხოლმე სასამართლოების გადაწყვეტილებებს იმიტომ, რომ ყველა საკითხზე, რომელზეც ვინმე ვერ ვთანხმდებით, ბოლოში მივდივართ სასამართლოებში. აი მოსამართლეებმა რა და როგორ უნდა გააკეთონ, ეს მათი გადასაწყვეტია და მე მინდა ვისურვო, რომ ყველა გადაწყვეტილება იქნება ხოლმე დასაბუთებული და პირველ რიგში, ვინც არ ვართ ხოლმე შინაარსით კმაყოფილი, გვექნება განცდა, რომ ეს იყო სამართლიანი პროცესის შედეგი,“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

რუსთავი2-ის საქმეში პოლიტიკურ მოტივს ვერ ხედავენ უმრავლესობის წევრები. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სასამართლო დამოუკიდებელია, რუსთავი 2-ს კი მხოლოდ კერძო დავა აქვს.

როგორც გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, მოქმედი ხელისუფლების პირობებში სასამართლო დამოუკიდელია.

„დემოკრატიული სახელმწიფოსთვის მიმართვები, საკითხების დაყენება, გლობალურად ამ საკითხის განხილვა არის დამახასიათებელი და კარგია, რომ საქართველოშიც ეს ხდება. სასამართლო არის დამოუკიდებელი სტრუქტურა და დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას“- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ზაქარია ქუცნაშვვილი კი რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობა და იურისტები საქმისთვის პოლიტიკური დატვირთვის მიცემაში დაადანაშაულა.

„შინაარსი როდესაც არ იცის პატიოსანმა იურისტმა, ისე შეფასება არ უდნა გააკეთოს. თუ სისულელე უწერიათ, რა თქმა უნდა, არ უნდა მიიღონ და თუ დასაბუთებულია მოთხოვნა, რა თქმა უნდა, უნდა მიიღონ. ყველა ასეთ რაღაცას ესენი იყენებენ სათავისოდ. გამოდიან და ყვირიან პოლიტიკოსები ჩართულები არიან, ეს არის მთელი მათი მიზანი, რომ რამენაირად ჩაგვითრიონ ამ პარტნიორების დავაში,“- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

არასამთავრობოების მსგავსად, ოპოზიცია უზენაეს სასამართლოს მოუწოდებს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საკასაციო სარჩელი წარმოებაში მიიღოს.

განცხადება სამაუწყებლო კომპანიის სასამართლო დავასთან დაკავშირებით, დღეს რამდენიმე ოპოზიციურ პარტიაში გაკეთდა.

„მოვუწოდებთ უზენაეს სასამართლოს მიიღოს სარჩელი, იხელმძღვანელოს სამართლიანობის პრინციპით და გადაარჩინოს ამით არა მხოლოდ თავისუფალი მედია გარემო, არამედ სასამართლოს შელახული რეპუტაცია,“- განაცხადა სერგო რატიანმა.

თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი შალვა შავგულიძე კი ამბობს, რომ უზენაეს სასამართლოს არ აქვს საფუძველი უარი თქვას სამაუწყებლო კომპანიის საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ არ იქნება იოლი სამართალი იპოვო იმ სასამართლოში, რომლის მოსამართლეებიდან ზოგს დედა არ ჰყავს, ზოგი ხელისუფლებას საკუთარ საცხოვრებელში ფულს ახდევინებს, ხოლო ზოგი მმართველ პარტიისთვის ფიფნანსურ შეწირულობებს აკეთებს. მისი თქმით, ყველაფერი დამოკიდებული იქნება ქართულ საზოგადოებაზე დ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობრებზე.

,,პირველი ინსტანცია ჩვენს საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს დაამახსოვრდა იმით, რომ საქმე განიხილა ადამიანმა, რომელსაც პროკურატურასთან ჰქონდა პრობლემები და დედა არა ჰყავს და არც არასოდეს ჰყოლია; მეორე ინსტანციაში ვიხილეთ, რომ ქვეყანას ჰყავს მოსამართლეები, რომლებიც სახელმწიფოს ახდევინებენ ფულს თავიანთი საცხოვრებლის ანაზღაურებისთვის თავისავე სახლში, ანუ ადმინისტრაციულ სტრუქტურებთან იგივე პრობლემის მქონე ადამიანებს შევხვდით; მესამე ინსტანციაში ვითხოვთ საქმის განხილვას ადამიანებისგან, ვინც შეწირულობებს აკეთებდა პოლიტიკური მოტივებით ქართული ოცნებისთვის, ანუ მმართველი პოლიტიკური ძალისთვის. გამოდის, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი, რაზეც არაერთი განცხადება გაკეთებულა და შეიძლება ვთქვათ, რომ არანაირი განცხვავება პირველი-ორისგან მესამე ინსტანციაში არ იქნება, ჩემი აზრით, გამომდინარე ზემოთ ჩამოთვლილსგან. თუმცა სამართლებრივად აბსოლუტურად სწორია, როცა რუთავი 2 და თითოეული ჩვენგანი ვცდილობთ მოვძებნოთ სამართლებრივი გზა თავისუფალი მედიის დასაცავად. თუმცა, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ სამართლის პოვნა იოლი იქნება ასეთ სასამართლოში. მაინც ყველაფერი დამოკიდებული იქნება ქართულ საზოგადოებაზე დ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობრებზე.

თუ ხელისუფლება ბოლომდე გააგრძელებს სასამართლოს სახელით მანიპულაციას და შეეცდება თავისი გაიტანოს, იქნება ეს არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ, ამას მნიშვნელობა არ აქვს - თუ არჩევნებამდე მოასწრებს ხელისუფლება რუსთავი 2-ის დახურვას, ბუნებრივია ლეგიტიმაციის საკითხის განხილვაც კი ზედმეტია, უბრალოდ, არჩევნები აღარ იქნება საქართველოში; ხოლო თუ არჩევნების შემდეგ გააკეთებს ამას, ჩვენ მივიღებთ ძალინ ცუდ სურათს ქართული სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესებისთვის. კერძოდ, ქვეყანა, მთელი თავისი დამოუკიდებლობის ათწლეულის განმავლობაში რა სტრატეგიულ კურსსზეც იდგა, ეს იქნება დასამარებული და ამაზე პასუხისმგებლობა მოუწევს ხელისუფლებას.

ამ შემთხვევაში რჩება ერთადერთი გზა - მსაჯული იქნება ქართველი ხალხი და არა ის მოსამართლეები, რომლებიც კონტროლდებიან ხელისუფლების მიერ. ამ გზით ჩვენ თავისუფალ სიტყვას შევინარჩუნებთ, სხვა პერსპექტივა უბრალოდ ქვეყანას არ აქვს.

ქართულ საზოგადოებაში შესაძლოა არ არის ერთგვაროვანი დმოკიდებულება ამა თუ იმ ტელევიზიის მიმართ - ვიღაცას შეიძლება მოსწონდეს რუსთავი 2 და ვიღაცას არა, მაგრამ ტელევიზიასთან მიმართებაში ადამიანების სუბიექტური განწყობა არ ნიშნავს იმას, რომ მათ ვისაც არ მოსწონთ რუსთავი 2, არ დაიცავენ თავისუფალ მედიას - ისინი დაიცავენ და ეს უნდა ესმოდეს დღევანდელ ხელისუფლებას და ამ შემთხვევაში დამარცხებული მხოლოდ ხელისუფლება გამოვა“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

"ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერის მანანა ნაჭყებიას თქმით, რუსთავი 2 - ის წინააღმდეგ დაწყებული პოლიტიკური დევნა პირდაპირ აისახება არჩევნების შედეგებზე და მის ლეგიტიმაციაზე.

"პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლო იყო მიკერძოებული და გადაწყვეტილებები გამოტანილი იქნა კანონის წინააღმდეგ. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმას რომ "რუსთავი 2 - ის" საქმე განიხილოს უზენაესმა სასამართლომ, რადგან ეს არის უმნიშვნელოვანესი მნიშვნელობის საქმე და სასწორზე დევს ქვეყნის დემოკრატია და გამოხატვის თავისუფლება. იმ ფონზე როცა საპარლამენტო არჩევნები კარზეა მომდგარი და ერთ-ერთი რაზეც მიუთითებენ ჩვენი დასავლელი მეგობრები არის სწორედ ის რომ ქვეყანაში არ არის შექმნილი თავისუფალი მედია გარემო არჩევნების წინ. თუ რუსთავი 2 არ იქნება არჩევნებისთვის და არჩევნებზე იმ ფორმით რა ფორმითაც დღეს არის ეს ეჭვქვეშ დააყენებს არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხს"- უთხრა "ნიუპოსტს" მანანა ნაჭყებიამ.

დღესვე რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშრებით კომენტარი გააკეთა ევრომისარმა იოჰანეს ჰანიმ. მას მიაჩნია, რომ თავისუფალი არჩევნები თავისთავად გულისხმობს თავისუფალ მედიას.

მისი თქმით, საქართველოს პრემეირ-მინისტრს არჩევნებთან დაკავშირებით ესაუბრა, რომელმაც პირობა დადო, რომ არჩევნები ობიექტური იქნება:

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, რუსთავი 2-ის საქმე სასამართლოში განიხილება და სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. წინ არის საპარლამენტო არჩევნები და მნიშვნელოვანია, რომ ის მომზადდეს და ჩატარდეს სამართლიანად და გამჭვირვალედ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, თავისუფალი მედიისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის ჩათვლით. სწორედ ამ კუთხით დავაკვირდებით ყველაფერს," - აღნიშნა იოჰანეს ჰანმა.

ცნობილია ომბუდსმენის პოზიციაც - უჩა ნანუაშვილის განცხადებით, იგი პირველ ორ ინსტანციაში მიმდინარე სასამართლო პროცესებს ყურადღებით აკვირდებოდა.

მისი თქმით, გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობდა საქმეში, ამიტომ მნიშვნელოვანია უზენაესმა სასამართლომ საბოლოო სიტყვა თქვას.

"რუსთავი 2"- ის მოთხოვნის სამართლებრივ მხარეზე "ნიუპოსტი" სამართლის ექსპერტს, იურისტ ლევან ალაფიშვილს ვესაუბრეთ.

მისი თქმით, უზენაესმა სასამართლომ "რუსთავი 2" - ის საკასაციო სარჩელიწარმოებაში უნდა მიიღოს, რომ რეზონანსულ საქმეზე დამატებითი კითხვები არ გაჩნდეს.

"სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, რუსთავი 2- ის საქმე ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე ეს საქმე მნიშვნელოვანია სასამართლო პრაქტიკისთვის, რა თქმა უნდა დავა ქონებრივ ხასიათს ატარებს, იქნება ეს სასარჩელო მოთხოვნები თუ სხვა... თუმცა საქმე ეხება მედიასაშუალებას და პოლიტიკისგან თავისუფალი არ არის, სხვადასხვა პოლიტიკოსების განცხადებებს, ჩართულობის მომენტს თუ გავითვალისწინებთ დამატებითი კითხვები რომ არ გაჩნდეს, მე რომ მოსამართლე ვიყო, თუნდაც მცირე ეჭვის გამოსარიცხადაც კი საკასაციო საჩივარს წარმოებაში მივიღებდი. რაც თავისთავად არ ნიშნავს საქმის შინაარსოვრივად გადაწყვეტას და არსობრივად ახალი გადაწყვეტილებას გამოტანას. დღეს საუბარია საკასაციო საჩივრის მიღებაზე და არა არსებითად რა გადაწყვეტილება უნდა ან შეიძლება გამოიტანოს სასამართლომ"- განუცხადა "ნიუპოსტს" ლევან ალაფიშვილმა.

რუსთავი2-ის სარჩელის დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად უზენაეს სასამართლოს 3-თვიანი ვადა აქვს.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42