ფილიპ ჰემონდი დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრად დაინიშნა
მსოფლიო - 13:24, 14 Jul, 2016     1041
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბება უკვე დაიწყო.
ფილიპ ჰემონდი, რომელიც დევიდ ქემერონის მთავრობაში დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებას ხელმძღვანელობდა, ფინანსთა მინისტრად დაინიშნა. ახალ პოსტზე ის ჯორჯ ოსბორნს შეცვლის, რომელმაც მინისტრთა კაბინეტის საკუთარი სურვილით დატოვა.
ლონდონის ყოფილი მერი, “ბრექსითის” აქტიური მხარდამჭერი ბორის ჯონსონი კი საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა.

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს ემბერ რადი დაიკავებს, რომელიც ენერგეტიკისა და კლიმატური ცვილებების უწყებას ხელმძღვანელობდა.

დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ლონდონის ყოფილი მერი, “ბრექსითის” აქტიური მხარდამჭერი ბორის ჯონსონი საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა. 23 ივნისს ევროკავშირის წევრობის შესახებ რეფერენდუმის შემდეგ, ბორის ჯონსონი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ერთ-ერთ ფავორიტ კანდიდატად მიიჩნეოდა, თუმცა მან საკუთარი კანდიდატურის წამოყენებაზე უარი განაცხადა.

ამას გარდა, ტერეზა მეიმ მინისტრთა კაბინეთში კიდევ რამდენიმე თანამდებობასთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება. კერძოდ, ფილიპ ჰემონდი, რომელიც დევიდ ქემერონის მთავრობაში დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებას ხელმძღვანელობდა, ფინანსთა მინისტრად დაინიშნა. წარსულში ის ასევე იკავებდა თავდაცვისა და ტრანსპორტის მინისტრების თანამდებობებს. ახალ პოსტზე ის ჯორჯ ოსბორნს შეცვლის, რომელმაც მინისტრთა კაბინეტის საკუთარი სურვილით დატოვა.

თავად ტერეზა მეის ადგილს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ემბერ რადი დაიკავებს, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ენერგეტიკისა და კლიმატური ცვილებების უწყებას ხელმძღვანელობდა.

თანამდებობას შეინარჩუნებს მაიკლ ფელონი, რომელიც 2014 წლიდან თავდაცვის მინისტრად მუშაობდა.

ვეტერანმა ევროსკეპტიკოსმა დევიდ დევისმა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის საკითხებზე მომუშავე მინისტრის თანამდებობა დაიკავა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლიამ ფოქსი კი დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრი გახდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42