გარდა ამისა, ფილიპ ჰემონდი, რომელიც დევიდ ქემერონის მთავრობაში დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებას ხელმძღვანელობდა, ფინანსთა მინისტრად დაინიშნა. ახალ პოსტზე ის ჯორჯ ოსბორნს შეცვლის, რომელმაც მინისტრთა კაბინეტის საკუთარი სურვილით დატოვა.
შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს ემბერ რადი დაიკავებს, რომელიც ენერგეტიკისა და კლიმატური ცვილებების უწყებას ხელმძღვანელობდა.
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ლონდონის ყოფილი მერი, “ბრექსითის” აქტიური მხარდამჭერი ბორის ჯონსონი საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა. 23 ივნისს ევროკავშირის წევრობის შესახებ რეფერენდუმის შემდეგ, ბორის ჯონსონი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ერთ-ერთ ფავორიტ კანდიდატად მიიჩნეოდა, თუმცა მან საკუთარი კანდიდატურის წამოყენებაზე უარი განაცხადა.
ამას გარდა, ტერეზა მეიმ მინისტრთა კაბინეთში კიდევ რამდენიმე თანამდებობასთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება. კერძოდ, ფილიპ ჰემონდი, რომელიც დევიდ ქემერონის მთავრობაში დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებას ხელმძღვანელობდა, ფინანსთა მინისტრად დაინიშნა. წარსულში ის ასევე იკავებდა თავდაცვისა და ტრანსპორტის მინისტრების თანამდებობებს. ახალ პოსტზე ის ჯორჯ ოსბორნს შეცვლის, რომელმაც მინისტრთა კაბინეტის საკუთარი სურვილით დატოვა.
თავად ტერეზა მეის ადგილს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ემბერ რადი დაიკავებს, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ენერგეტიკისა და კლიმატური ცვილებების უწყებას ხელმძღვანელობდა.
თანამდებობას შეინარჩუნებს მაიკლ ფელონი, რომელიც 2014 წლიდან თავდაცვის მინისტრად მუშაობდა.
ვეტერანმა ევროსკეპტიკოსმა დევიდ დევისმა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის საკითხებზე მომუშავე მინისტრის თანამდებობა დაიკავა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლიამ ფოქსი კი დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრი გახდა.
მასალის გამოყენების პირობები






