ტერეზა მეი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად გახდა.
გუშინ, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ტერეზა მეიმ ბუკინგემის სასახლეში დედოფალ ელისაბედ მეორისგან მთავრობის ფორმირების შეთავაზება ოფიციალურად მიიღო. მანამ ლო თანამდებობის გათავისუფლების თხოვნით დედოფალს დევიდ ქემერონმა მიმართა.
მარგარეტ ტეტჩერის შემდეგ, ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთუს ისტორიაში მეორე ქალი პრემიერ-მინისტრია.
თანამდებობის დატოვებამდე, დევიდ ქემერონმა პრემიერ-მინისტრის რანგში თემთა პალატაში კანონმდებლების შეკითხვებს უკანასკნელად უპასუხა. რის შემდეგაც დედოფალს ეახლა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 23 ივნისს ცნობილი გახდა „ბრექსითის“ რეფერენდუმის შედეგები, რომლის თანახმადაც, ხმათა უმრავლესობით დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს ტოვებს, შედეგების გამოცხადების შემდეგ, დევიდ კემერონმა განაცხადა, რომ იგი გადადგებოდა, როგორც კი კონსერვატიული პარტია მის შემცვლელს შეარჩევდა.
მასალის გამოყენების პირობები






