ბოლო რამდენიმე დღეა აშშ-ში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
აქტივისტთა ნაწილი სამართალდამცავთა მიერ ფერადკანიანების მკვლელობას აპროტესტებს, ნაწილი კი სნაპირების მიერ სამართალდამცავთა დახოცვას.
2 დღის წინ, ლუიზიანას შტატში, პოლიციის შენობის წინ დემონსტრანტები შეიკრიბნენ, რომლებიც პოლიციის მიერ ფერადკანიანი ალტონ სტერლინგის მკვლელობის ფაქტს აპროტესტებდნენ.
სწორედ ამ აქციაზე გადაიღეს პროტესტის სიმბოლოდ წოდებული კადრი, რომელიც ნიუ ორლეანელ ფოტოგრაფ ჯონათან ბახტმანს ეკუთვნის.
სამართალდამცავებმა შეკრებილებს ტერიტორიის დატოვება და სავალი გზის გათავისუფლება მოსთხოვეს.
დემონსტრანტთა ნაწილმა ტერიტორი დატოვა, ნაწილმა კი უარი განაცხადა, რა დროსაც პოლიციამ მათი გაყვანა დაიწყო. სწორედ ამ კადრებს იღებდა ჯონთან ბახტმანი, როდესაც გზაზე მდგარი ქალი დაინახა. ახალგაზრდა ქალი სამართალდამცავების წინ იდგა, ცივი მზერით და პროტესტით აღსავსე გამომეტყველებით.
ფოტომ სოციალური ქსელი და ყველა გავლენიანი ტაბლოიდი მოიცვა. ის უკვე იქცა მშვიდობიანი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის სიმბოლოდ.

მასალის გამოყენების პირობები






