დიდი ბრიტანეთის ენერგეტიკის მინისტრმა ანდრეა ლედსონმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, სწორედ ამიტომ, ტერეზა მეი კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარისა და პრემიერის თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატი გახდა.
გადადგომამდე დევიდ ქემერონი პრემიერ-მინისტრის რანგში თემთა პალატაში კანონმდებლების შეკითხვებს უკანასკნელად უპასუხებს. შემდეგ კი ბუკინგემის სასახლეში მივა, სადაც დედოფალ ელისაბედ მეორეს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართავს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 23 ივნისს ცნობილი გახდა „ბრექსითის“ რეფერენდუმის შედეგები, რომლის თანახმადაც, ხმათა უმრავლესობით დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს ტოვებს, შედეგების გამოცხადების შემდეგ, დევიდ კემერონმა განაცხადა, რომ იგი გადადგებოდა, როგორც კი კონსერვატიული პარტია მის შემცვლელს შეარჩევდა.
მასალის გამოყენების პირობები






