ორგანიზატორები საინტერესო სანახაობას და ზაფხულის რამდენიმე ლამაზ დღეს პირდებიან დაინტერესებულ პირებს.
AFW-ს ამბასადორად გამოვა მოწვეული მოდელი MISS MODEL OF THE WORLD 2014 Margarita Pablushina ცნობილი მოდელები, MISS PLANETA 2015 თინათინ ბაბლუანი, ,,Mangano“-ს სახე 2014 ირმა აბრამიძე, ასევე ჩართული არიან ცნობილი სამოდელო სააგენტოების მოდელები ,,NATALI”, ,,KATRINI”, ,,MANANA COLLECTION”
30 ივლისს გახსნა შედგება უცვლელი სპონსორის PALM Apartments ტერიტორიაზე, სადაც მოწვეულია 300-ზე მეტი სტუმარი. ასევე საქართველოს კულტურის სამინისტროს, აჭარის მთავრობისა და ქ. ბათუმის მერიის დახმარებითა და ტექნიკური მხარდაჭერით დიზაინერების მიეცათ საშუალება მოეწყოს ჩვენებები სხვადასხვა ლოკაციებზე. გაზაფხული-ზაფხულის სეზონის წარმოადგენენ ცნობილი და ახალგაზრდა დიზაინერები. ახალი სახეების წარმოჩენა და ხელშეწყობა არის AFW-ს ერთერთი მთავარი მიზანი.
პირველად მიიღებს მონაწილეობას ცნობილი ბრენდი ,,MARIONELA” , რომელიც 1 აგვისტოს დახურავს ,,ბათუმის პიაცა“-ზე AFW-ს.
AFW-ს მიზანია მოდის მიმდევრებს გააცნოს სხვადასხვა ქვეყნების მოდის ტენდენციები.
AFW ჩატარდება შოუს ელემენტების თანხლებით, იქნება მუსიკალური პროგრამა, მრგვალი მაგიდა, ცნობილი მხატვრების გამოფენა, პერფორმანსი, პირველად იქნება წარმოდგენილი უნიჭერესი ბათუმელი მხატვრის მაია სამნიძის თექის მხატვრული ნამუშევრები, ასევე წარმოდგენილი იქნებიან სტუმრები აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, უზბეკეთიდან, რუსეთიდან რომლებიც ღონისძიებაში მონაწილეობასთან ერთად გაეცნობიან ქართულ კულტურას, სამზარეულოს, ქართულ ღვინოებს, რისთვისაც მოეწყობა ტურები, საღამოები და ასე შემდეგ.
რაც შეეხება ორგანიზატორებს, ესენი არიან: მანანა გოგლიჩიძე - Fashion Group-ის დირექტორი, საქართველოს მოდისა და დიზაინის ასოციაციის პრეზიდენტი; მარიამ გიორგობიანი; გიორგი ფანცულაია; დამდგემელი რეჟისორი - მაია კნიაზევა; მუსიკის რეჟისორი - მაია ბალანჩინი.

მასალის გამოყენების პირობები






