დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი თანამდებობას მიმდინარე წლის 13 ივლისს დატოვებს. ამის შესახებ დევიდ კემერონმა დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც კემერონმა აღნიშნა, მის თანამდებობას დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ტერეზა მეი დაიკავებს. მან მეის სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
დიდი ბრიტანეთის ენერგეტიკის მინისტრმა ანდრეა ლედსონმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, სწორედ ამიტომ, ტერეზა მეი კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარისა და პრემიერის თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატი გახდა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 23 ივნისს ცნობილი გახდა „ბრექსითის“ რეფერენდუმის შედეგები, რომლის თანახმადაც, ხმათა უმრავლესობით დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს ტოვებს, შედეგების გამოცხადების შემდეგ, დევიდ კემერონმა განაცხადა, რომ იგი გადადგებოდა, როგორც კი კონსერვატიული პარტია მის შემცვლელს შეარჩევდა.
მასალის გამოყენების პირობები






