პატიმრები კამერიდან გაიქცნენ და გონდაკარგული მცველი სიკვდილს გადაარჩინეს (ვიდეო)
ეს საინტერესოა - 18:02, 11 Jul, 2016     47796






აშშ-ში, ტეხასის შტატის ქალაქ უეტერფორდის საოლქო სასამართლოს შენობაში, პატიმრები კამერიდან გაიქცნენ.

გამოიცანით, რატომ გაიქცნენ პატიმრები?

როგორც გაირკვა, ისინი დაცვის თანამშრომლის გაადასარჩენად გაიქცნენ.

ინციდენტი 23 ივნისს მოხდა. პატარა ოთახში მდებარე კამერაში 8 პატიმარი იმყოფებოდა. მოპირდაპირე მხარეს, სკამზე დაცვის თანამშრომელი იჯდა, რომელიც მათთან საუბრობდა. მოულოდნელად, დაცვის თანამშრომელი სკამიდან გადავარდა. პატიმრებმა დასახმარებლად სამართალდამცავებს დაუძახეს, თუმცა ხმა ვერ მიაწვდინეს და ერთ-ერთმა პატიმარმა კარის გატეხვა გადაწყვიტა.

კარის გატეხვის შემდეგ, პატიმრები კამერიდან გაიქცნენ და იმ ოთახის კარებზე დაიწყეს ბრახუნი, სადაც სავარაუდოდ ხალხი იმყოფებოდა.

ხმაურზე სამართალდამცავები გამოვიდნენ და მანამ , სანამ მომხდარის შესახებ გაიგებდნენ, პატიმრებს კამერაში დაბრუნება უბრძანეს. ამ დროს ერთ-ერთმა პატიამრმა ავადმყოფი მცველისთვის გულის მასაჟის გაკეთება დაიწყო და მცველი ნელ-ნელა გონზე მოვიდა.

როგორც გაირკვა, დაცვის თანამშრომელს გულის შეტევა ჰქონდა და რომ არა პატიმრების დახმარება, შედეგი ფატალური აღმოჩნდებოდა. რაც შეეხება პატიმრებს, მათი თქმით, კამერიდან გაქცევა აზრადაც არ მოსცლიათ - „მცველი კარგი კაცია“ განაცხადა ერთ-ერთმა მოგვიანებით.

მართალია, მცველის ვინაობა არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ ის თავს უკეთ გრძნობს და მალე სამსახურსაც დაუბრუნდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42