მისი მშვიდი ცხოვრების რიტმის გამო, ჯოანი დასავლური ტაბლოიდების განხილვის ობიექტი ხშირად არ არის. როგორც თვითონ ამბობს, სკანდალური და ეპატაჟური ცხოვრება არ იზიდავს და უყვარს თავისი საქმის კეთება. მიუხედავად ამისა, ჯოან სმოლსი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელია, რომელიც მაღალი მოდის კვირეულების აუცილებელ მონაწილეს წარმოადგენს.
სმოლსის სიმაღლე 179 სანტიმეტრია. პარამეტრები: 83-61-87.
გთავაზობთ, ჯოან სმოლსის 10 ყველაზე დიდი მიღწევას:
1) 2009 წელს Worldwide კონტრაქტი გააფორმა #1 სამოდელო სააგენტოსთან - IMG Models Worldwide
2) 2010 წლის იანვარში ექსკლუზიურად გამოვიდა ჟივანშის ჩვენებაზე. სმოლსის კარიერის აღმავლობა ამ ჩვენებიდან იწყება.
3) 2010 წელს გახდა გუჩის სახე, გახსნა YSL, დახურა დიორი.
4) 2011 წელს პირველად გამოვიდა ვიქტორია სეკრეტის ჩვენებაზე, ჯოანი მას შემდეგ ყველა ჩვენებაზეა გამოსული.
5) 2011 წელს მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა ესტე ლაუდერთან, ჯოანი კომპანიის პირველი ლათინელი წარმომადგენელი გახდა.
6) 2012 წელს "Style Awards" - ზე ჯოანს წლის მოდელის ჯილდო გადაეცა. იმავე წელს Models.com-ის მიერ დასახელდა მსოფლიოში #1 ტოპ მოდელად.
7) 2014 წლის იანვარში, ამერიკული ელის ყდაზე მოხვდა, ჰედლაინით: "The Return of the Supermodel: It's Joan Smalls"
8) 2014 წლის სექტემბერში სმოლსი ამერიკული და იტალიური ვოგის სექტემბრის ქავერ ვარსკვლავი იყო.
9) მონაწილეობა მიიღო Ricky Martin - ის, ASAP Rocky - ს და Beyoncé-ს მუსიკალურ ვიდეოებში.
10) 2013 წლიდან ყველაზე მაღალანაზღაურებადი შავკანიანი მოდელია.


























მასალის გამოყენების პირობები






