დალია გრიბაუსკაიტემ გამოცემასთან ნატოს ვარშვის სამიტსა და ევროპის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
ლიტვის პრეზიდენტმა რუსეთს არაპროგნოზირებადი ქვეყანა უწოდა და „ვლადიმერ პუტინის პარანოიაც“ ახსენა.
„პუტინის იდეაა, რუსეთის გავლენის ზონაში ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყანა დაიბრუნოს, ვასალებად აქციოს და ძველი რუსეთი აღადგინოს.
ეს მისი პარანოიაა, რომელიც სერიოზულად უნდა აღვიქვათ. მნიშვნელობა არ აქვს სამხედრო სფერო იქნება, ეკონომიკური ზეწოლა თუ ელექტროენერგიის მიწოდეა, თუკი ის სადღაც სისუსტეს დაინახავს, ამას აუცილებად გამოიყენებს“ - განაცხადა გრიბაუსკაიტემ.
დალია გრიბაუსკაიტემ არ გამორიცხა, რომ ყირიმის ანექსიის შემდეგ, რუსეთი შესაძლოა, ბალტიისპირეთის ქვეყნებს დაესხას თავს. ამისთვის კი როგორც ნატოს, ასევე მთელს ევროპას ერთიანობა სჭირდება.
მასალის გამოყენების პირობები






