11:00 საათზე - თბილისში პარლამენტის შენობის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში ( C კორპუსი, მე-5 სართული) „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ საპარლამენტო მონიტორინგის ფარგლებში წარმოადგენს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის წლიურ შეფასებას.
11:00 საათზე - "პირველის პრესკლუბში" "თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ფაცაცია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე და პარტიის გეგმებზე ბრიფინგს გამართავს.
მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული.
საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:30 საათზე - "პირველის პრესკლუბში" "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია ბრიფინგს გამართავს. თემა: პარტიების ერთობლივი დეკლარაცია "ნატოს" შესახებ; კერის ვიზიტი და აშშ-ს რეკომენდაციები; ნატოს ვარშავის სამიტი და მისი შედეგები საქართველოსთვის; რეფერენდუმი შეკითხვით: უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს გაწევრიანებას ნატოში?
მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული.
საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:30 საათზე - ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი, მარიამ სვიმონიშვილი, „რეპორტიორის“ პრეს–კლუბში ბრიფინგს გამართავს და საქართველოს მერვე მოწევის პარლამენტის საქმიანობისა და ხარჯვითი ნაწილის შესახებ მონიტორინგის შედეგებს წარმოადგენს.
მისამართი: ქ. თბილისი, იოსებიძის ქუჩა #57, I სართული.
საკონტაქტო ინფორმაცია: გიორგი ზოიძე, 599 291202
12:00 საათზე - ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ოფისში, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი“ გამართავს საზოგადოებრივი მონიტორინგის მოდელის პრეზენტაციას .
მისამართი: ქ.თბილისი, ჭოველიძის ქ. N10
მასალის გამოყენების პირობები






