რუსეთის „სალიამის ტაქტიკა“ - ცივი ომიდან გამოსული კაცობრიობა ჰიბრიდულ ომამდე მივიდა
მსოფლიო - 19:48, 09 Jul, 2016     3495

25 წლის წინ, ვერავინ იფიქრებდა, რომ რუსული აგრესიის შესაჩერებლად, NATO მიიღებდა გადაწყვეტილებას ევროპის აღმოსავლეთ საზღვრებთან დამატებით 4 ბატალიონი განეთავსებინა. თუმცა, ევროპაში მიმდინარე მოვლენები ამგვარი გადაწყვეტილების აუცილებლობაზე მეტყველებს.

ტერმინი „სალიამის ტაქტიკა“, როგორც აგრესიული საგარეო პოლიტიკის ერთერთ მეთოდი, ცივი ომის პერიოდში წარმოიშვა და ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა იგი კვლავ აქტუალური გახდა.

დასავლეთსა და საბჭოთა კავშირს შორის მიმდინარე ცივი ომის დროს „ვარშავის ხელშეკრულებისა“ და NATO-ს წევრი ქვეყნები ერთმანეთს სამხედრო ტექნოლოგიების გამოყენებასა და დახვეწაში ეჯიბრებოდნენ. პარალელურად კომუნისტური იმპერია მართავდა სამხედრო სწავლებებს „დასავლეთი 81“, „ფარი 82“, რომლის დროსაც ბირთვული ომის სცენარი მუშავდებოდა. დასავლეთი საპასუხოდ ე.წ. "ბირთვულ ფარს" ანვითარებდა, მათ შორის კოსმოსური ტექნოლოგიების მეშვეობით.

80-იანების დასაწყისში BBC-მ გადაიღო სატირულ-პოლიტიკური ფილმი „დიახ, ბატონო პრემიერ-მინიტრო“, რომლის ერთერთ ეპიზოდში, ბრიტანეთის პრემიერი თავის თანაშემწეს უხსნის რომ ბირთვული იარაღისა და კოსმოსური ბირთვული შეიარაღების დახვეწა, საბჭოური თავდასხმის შეჩერების მთავარი და ერთადერთი გარანტიაა.

საპასუხოდ თანაშემწე სვამს კითხვას - რას აპირებს დასავლეთი თუ რუსეთი „სალიამის ტაქტიკას“ გამოიყენებს?

„რა მოხდება, თუ სსრკ ევროპის წასალეკად არც ტანკების ცუნამის და არც ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს? იქნებ გამოცდილი მზარეულივით ის ნაჭრებად დაჭრის „სალიამის“ და ნელნელა შეჭამს მას?,“ - აცხადებს თანაშემწე.

გავიდა ხანი, დასრულდა "ცივი ომი", ე.წ. „ბირთვული შეკავება“ არსად გამქრალა, მაგრამ დრო შეიცვალა. დღეს, ფსიქოლოგიურად არც რუსეთი და არც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არაა მზად, რომ არამცთუ ბირთვული, არამედ სრულმაშტაბიანი არაბირთვული სისხლიანი კონფლიქტი აწარმოონ ერთმანეთთან.

თუმცა, ცივი ომისთვის დამახასიათბელი მოქმედებები გრძელდება. 2016-ის თებერვალში რუსეთმა ესტონეთ-პოლონეთის საზღვართან ახლოს ჩაატარა ფართომასშტაბიანი სწავლება, რომლის ამოცანაც მოწინააღმდეგის აეროდრომების დაპყრობა იყო.

ივნისის დასაწყისში პოლონეთში ნატოს უპრეცედენტო საწვლება „ანაკონდა ჩატარდა, რომელშიც 23 ქვეყნის 31 ათასი სამხედრო მონაწილებოდა. გამოყენებულ იქნა 3000 ერთეული სამხედრო ტექნიკა, 105 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 12 სამხედრო გემი.

რუსეთი ატარებს მანევრებს „ცენტრი“ - 95 ათასი სამხედრო, 7000 სამხედრო ტექნიკა, 170 თვითმფრინავი და 20 სამხედრო გემი.

ამჟამად ნატი შიშობს, რომ რუსეთი დაიწყებს მორიგ ჰიბრიდულ ომს, რითაც კვლავ აიცილებს თავიდნ ღია სამხედრო პასუხს ალიანსის მხრიდან. რაც მთავარია, „სალიამის ტაქტიკა“ ამჯერად შეიძლება ნატოს წევრი ქვეყნის წინააღმდეგ იქნას გამოყენებული, რაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წესდების 5-ე მუხლის გამოყენების ალბათობის შემოწმება იქნება. შეგახსენებთ, ეს ნიშნავს, რომ აგრესორის მხრიდან ერთთერთ წევრ ქვეყანაზე თავდასხმა სრულიად ნატოზე თავდასხმად განიხილება, რასაც, ამ მუხლის თანახმად, კოლექტიური რეაგირება უნდა მოჰყვეს.

ვარსავაში, ნატოს სამიტის პირველივე დღეს მიღებულ იქნა დეკლარაცია, რომელსაც ევროპის საბჭოს, ევროკომისიისა და ნატოს წევრების დელეგაციების ხელმძღვანელებმა მოაწერეს ხელი. დეკლარაციის თანახმად ხელმომწერები კისრულობენ ვალდებულებას, წინ აღუდგნენ ჰიბრიდულ მუქარებს. რუსეთი პირდაპირ მოხსენიებული არ იყო, თუმცა, ის, რომ მოსკოვის აგრესიული სამხედრო აქტიურობა ალიანსის წინაშე მგდარი მთავარი საფრთხეა, დასავლელი ლიდერები უკვე ღიად საუბრობენ. დასავლეთში უკვე განიხილავენ ამ აგრესიის ყველა შესაძლო სცენარებს.

კერძოდ, ბალტიის რომელიმე ქვეყანაში რუსულენოვანი მოსახლეობის მხრიდან მოწყობილი შესაძლო არეულობები არ შეიძლება განხილულ იქნას ნატოს წესდების 5-ე მუხლის ჭრილში, თუმცა საერთაშორისო საზოგადოება უკვე ემზადება მომენტალურად და ოპერატიულად მოახდინოს ამ ფაქტებზე რეაგირება. თუმცა განიხილება ისიც, რომ ამ პროცესებში, რუსეთის მხრიდან, თუნდაც მცირეროცხოვანი საპოლიციო კონტინგენტის ჩართვაც კი უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ფაქტობრივ შეჭრად აღიქმება.

სწორედ ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად ხდება პოლონეთის, ლტვიის ლიტვისა და ესტონეთის ტერიტორიაზე სწრაფი რეაგირების ძალების დისლოცირება.

ეს არ არის ერთადერთი სცენარი, ნატო სხვა ვარიანტებსაც ამუშვებს. მაგალითად ბრიტანელებმა ჩამოაყალიბეს 77-ე ბრიგადა, რომელიც დაკავებულია ინფორმაციის, მათ შორის მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის დამუშავებიტა და ანალიზით. ბრიგადაში სხვა პროფესიონალებთან ერთად, ფსიქოლოგებიც კი მსახურობენ.

ნატოშ თვლიან, რომ საქართველოში წარმოებული ომი, ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტები ერთგვარი მიმანიშნებელი მაგალითებია კრემლის შემდგომი შესაძლო მოქმედების პროგნოზისათვის. ამასთან, რუსეთმა დასავლეთის მიმართულებით სამხედრო ქვედანაყოფების საკმაოდ დიდი რაოდენობა განალაგა, რომელიც ძირითადად თავდასხმით ოპერაციებს ამუშავებენ, რაც კიდევ ერთი მუქარაა აღმოსავლეთ ევროპისათვის.

რუსეთი თავს იმართლებს და კონტრბრალდებებზე გადადის. კრემლი აცხადებს, რომ უკრაინა არა რუსეთის, არამედ დასავლეთის მიერ წარმოებული ჰობრიდული ომის მსხვერპლია, რადგან ნატოს აღმოსავლეთ გაფართოება რუსეთის უსაფრთხოებას ემუქრება და მან მხოლოდ საპასუხო ნაბიჯები გადადგა.

ნატო აცხადებს, რომ იგი „ღია კარის პოლიტიკას“ აგრძელებს, ევროპის ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანას შეუძლია ალიანსის წევრი გახდეს, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, რასაც მესამე ქვეყანა წინ ვერ აღუდგება.

და ბოლოს, ერთერთი მთავარი ფაქტორი ის არის, რომ დღეს ამ დაპირისპირების მონაწილე ორივე მხარის პოზიციები იდეოლოგიურად ისევე საფუძვლიანად არის გამყარებული, როგორც გასულ საუკუნეში, ცივი ომის მიმდინარეობის დროს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42