რუსეთში, ეგრეთ წოდებული "ანტიტერორისტული პაკეტის" მიღების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ФСБ-ს დაავალა 2016 წლის 20 ივლისამდე წარმოადგინოს და დაამტკიცოს ინტერნეტში რუსეთის მოქალაქეთა მიმოწერის გაშიფვრის მეთოდი და თანმიმდევრობა. ეს ფაქტიურად მოქალაქეტა მიმოწერის კონტროლს ნიშნავს, რომელიც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებრობით ინიღბება.
ეს საკმაოდ რთული ამოცანაა, რაც ნიშნავს ელქტრონული ქაოსის მოწესრიგებას, ხოლო ეს მათემატიკურად ფაქტიურად შეუძლებელია. გაცილებით მარტივია განახორციელო ზეწოლა პროვაიდერებსა და ოპერატორებზე და ამთი მეშვეობით მოიპოვო ინფორმაცია.
სავარაუდოდ, სწორედ ამ მეთოდით ისარგებლებს რუსული უშიშროება, რომლის მთავარი მიზანიც ხელისუფლებისადმი არალოიალურად განწყობილი ადამიანბის მიმოწერის კონტროლი გახდება და არ ტერორიზმის აღკვეთა.
მასალის გამოყენების პირობები






