აშშ-ის პრეზიდენტის თქმით
"რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ საფრთხეს უქმნის ერთობას, თავისუფლებასა და მშვიდობას ევროპაში"- წერს ობამა.
რუსეთის აგრესიიის საპასუხოდ, ობამა ევროკავშირს და ნატოს თანამშრომლობის გაღრმავებისკენ და კიევის მეტი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უნდა შენარჩუნდეს.
"იმის მიუხედავად, რომ ჩვენი ქვეყნები კვლავ ისწრაფიან რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობებისკენ, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, ანტირუსული სანქციები ძალაში იქამდე უნდა დარჩეს, სანამ მოსკოვი, მინსკის შეთანხმებების თანახმად, ყველა ვალდებულებას არ შეასრულებს“ - წერს ბარაკ ობამა.
ამასთან, აშშ-ის ლიდერი იმედს გამოთქვამს, რომ გაერთიანებული სამეფო ევროკავშირიდან გასვლის შემდეგაც კი ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
მასალის გამოყენების პირობები






