“ეს მხოლოდ ფერადკანინების პრობლემა არ არის, არც მხოლოდ ლათინოამერიკელების. ეს არის ამერიკული პრობლემა და ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ის” - განაცხადა ობამამ.
შეგახსენებთ, აშშ-ში, ტეხასის ქალაქ დალასში საპროტესტო აქციაზე ოთხი პოლიციელი მოკლეს. აქციის მონაწილეები პოლიციელების მიერ ლუიზიანასა და მინესოტაში ორი ფერდაკანიანი მამაკაცის მკვლელობას აპროტესტებდნენ.
დალასში გამართული აქციის დროს ორმა უცნობმა პირმა სამართალდამცველებს სნაიპერული შაშხანებიდან ცეცხლი გაუხსნა. სამი პოლიციელი ადგილზე, ერთი კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
დაჭრილია კიდევ 11 სამართალდამცველი.
სამართალდამცავებმა 3 სავარაუდო ეჭვმიტანილი დააკავეს.
საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ინტერნეტში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩანს როგორ ესვრის ორი პოლიციელი ფერადკანიანს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, 37 წლის ელტონ სტერლინგია მკერდისა და ზურგის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებიგან გარდაიცვალა.
მეორე დღეს მორიგი ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც ასევე ფერადკანიანი ფილანდო კასტილეს მკვლელობა ჩანს. კასტილე პოლიციამ მინესოტას შტატში მოკლა.
მასალის გამოყენების პირობები






