საქართველოსა და უკრაინაში (აშშ-ს სახელმწიფო მდივანი უკრაინაში ოფიციალურ ვიზისტს ხვალ იწყებს) კერის ვიზიტები წინ უსწრებს ვარშავის ნატოს სამიტს, რომელიც 8-9 ივლისს გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ ვარშავის სამიტის დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ თემა რუსეთის მოქმედებები იქნენება.
იმ ფონზე როცა რუსეთს ჯარები ჰყავს განთავსებული საქართველოს ტერიტორიებზე ხოლო უკრაინაში რუსეთს აღმოსავლეთში მებრძოლი სეპარატისტების მხარდაჭერაში ადანაშაულებენ კერის ვიზიტს უმნიშვნელოვანესი დატვირთვა აქვს ორივე ქვეყნისძთვის.
ხაზგასასმელია ის ფაქტიც რომ ამერიკელი მაღალჩინოსანი ჩვენს ქვეყანას არჩევნებამდე 3 თვით ადრე სტუმრობს. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ჯონ კერი საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებით კონკრეტული მესიჯით ჩამოდის.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ამერიკელი მაღალჩინოსნები სწორედ წინასაარჩევნოდ მართავენ მოლაპარაკებებს პოლიტიკურ სპექტრთან.
ასე მოხდა 2003, მაშინაც, როგორც 2012 წელს ამერიკის მთავარი გზავნილი იყო რომ თავისუფალ გარემოში უნდა ჩატარებულიყო არჩევნები. იგივე მოწოდებებით ჩამოვიდა ჰილარი კლინტონი 4 წლის წინ, სააკასვილის ხელისუფლებას აშშ-მ უთხრა, რომ ამერიკა მხარს უჭერს მხოლოდ ლეგიტიმურ, ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. 2012 წელს ხელისუფლება საქართველოში მშვიდობიანი გზით პირველად შეიცვალა.
ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე აცხადებს, რომ საუბრის მთავარი თემა სწორედ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება იქნება.
“2012 წელს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ჩამოვიდა საქართველოში და მისი მესიჯი ასეთი იყო, რომ დემოკრატიული არჩევნები უნდა ჩატარდეს და, თუ მთავრობა წააგებს არჩევნებს, მთავრობა უნდა წავიდეს, რაც სააკაშვილმა გააკეთა კიდეც - წააგო და წავიდა. მსგავსი მესიჯი იქნება ახლაც, თუ წააგებთ - წახვალთ, თუ მოიგებთ კი ბატონო, ოღონდ სამართლიანად უნდა მოიგოთ”- ამბობს თორნიკე შარაშენიძე.
ის, რომ მთავრობის მაღალი რანგის შეხვედრისას კერის მიერ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარების აუცილებლობაზე საუბარი გაიმართა, თავად აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებამ დაადასტურა.
საქართველოში ვიზიტად მყოფი კერი აცხადებს: “მნიშვნელოვანია, რომ შემოდგომაზე საქართველოში ჩატარდეს სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები, რადგან ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის წინსვლისთვის”.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისიც თქვა, რომ საქართველოში ბარაქ ობამას მესიჯი ჩამოიტანა რომ აშშ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს უჭერს მხარს.
საქართველო არის შესანიშნავი, დემოკრატიული ქვეყანა რთული სამეზობლოთი. აქ ჩამოვედი პრეზიდენტ ობამას მესიჯით - აშშ ოფიციალურად უცხადებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, კეთილდღეობას და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. უსაფრთხოების კუთხით, ჩვენი პარტნიორობა ღრმავდება და ეს ორხმრივი პროცესია“, - განაცხადა კერიმ.
ვიზიტი შეაფასეს პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა. პოლიტიკური მოძრაობა პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის წევრი, ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს, რომ სახელმწიფო მდივნის ვიზიტი გარკვეულწილად უკავშირდება საქართველოში 8 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს და შეხვედრებისას განხილვის ერთ-ერთი თემა, გარდა საქართველო-ნატოს ურთიერთობებისა, სწორედ საპარლამენტო არჩევნები იქნება.
„სწორედ იმისათვის, რომ საქართველოს პროდასავლური კურსი და საქართველოს უსაფრთხოება იქნეს უზრუნველყოფილი საპარლამენტო არჩევნების შედეგად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო და არის ჯონ კერის ვიზიტი სწორედ ახლა. იმიტომ, რომ ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, რამხელა გავლენა მოახდინა ამერიკის უმაღლესი რანგის ვიზიტებმა, ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არჩევნების წინ იქნებოდა ეს 2003 თუ 2012 . ეს ვიზიტები ერთგვარად განაჩენის ტოლფასი აღმოჩდა მაშინდელი ხელისუფლებისთვის და მეორეს მხრივ განაპირობა ქართველი ხალხის, საქართველოს ამომრჩევლის ნების უზენაესობა“- აღნიშნა ლაგაზიძემ.
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ვიქტორ დოლიძე კი ამბობს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოსთვის მნიშვნელოვან პერიოდს „ნატოს სამიტს“ ემთხვევა.
დოლიძემ ჯონ კერის დღევანდელ ვიზიტსა და 2012 წელს ჰილარი კლინტონის ვიზიტს შორის პარალალიც გაავლო და აღნიშნა, სიტუაცია განსხვავებულია და ამ მხრივ კერის ვიზიტი კლინტონის ვიზიტის მსგავსი არაა:
დოლიძის თქმით, ის და ირაკლი ალასანია ჯონ კერისთან შეხვედრის დროს შეეხებიან შიდა პოლიტიკურ ვითარებას, დემოკრატიას, რეფორმებს, მათ შორის ე.წ. კაბელების საქმესაც. დოლიძის თქმით, ჯონ კერისთან საუბრისას მედიაპლურალიზმსა და რუსთავი 2-ის საკითხსაც განიხილავენ.
ერთიანი ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არასათანადოდ გამოიყენა ის შესაძლებლობები, რომლებიც ქვეყანას საშუალებას მისცემდა უფრო მეტად გაეღრმავებინა აშშ-სთან ურთიერთობა:
ელენე ხოშტარიას თქმით, საარჩევნო გარემო და მედიაპლურალიზმი ჯონ კერის შეხვედრების მნიშვნელოვანი თემები იქნება და საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს აშშ-დან წამოსულ კითხვებზე პასუხის გაცემა. ხოშტარიას თქმით აღნიშნულ თემებზე საუბარს თავად ენმ-ც აპირებს, როდესაც ჯონ კერი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება. ამასთანავე საუბრის ერთ-ერთი თემა უსაფრთხოების საკითხში აშშ-ის მხარდაჭერაც იქნება.
ჯონ კერის ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდება. მანამდე აშშ-ს სახელმწიფო მდივანი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდება.
ჯონ კერის საქართველოში ვიზიტს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აფასებენ:
„იმ დროს, როდესაც საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენებია წინ, მათ შორის უპირველეს ყოვლისა ვარშავის სამიტი, ჩვენთვის ეს ძალიან სერიოზული მხარდაჭერის გამომხატველია, ძალიან სერიოზული პერსპექტივის მიმანიშნებელია და ბუნებრივია სწორედ სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში ხდება ეს შეხვედრები და ყველა იმ თემაზე იქნება საუბარი, არის ასეთი მოლოდინი, რომელიც საქართველოს, მისი ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივისთვის არის უმნიშვნელოვანესი, ბუნებრივია, ის ინტერესი, რომელიც 2016 წლის არჩევნებთან არის დაკავშირებული, ასევე იქნება, იმიტომ, რომ არის ამის მოლოდინიც. გარდა ოფიციალური პირებისა, ის ხვდება ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებსაც, ამ თემებზეც იქნება საუბარი“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






