ანგარიშზე, რომელიც 12 ტომისგან შედგება, ექსპერტები შვიდი წლის განმავლობაში მუშაობდნენ.
დოკუმენტი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ტონი ბლერის ქმედებების ანალიზს შეიცავს.
როგორც "ბიბისი" იტყობინება, დამოუკიდებელი კომისიის ხელმძღვანელმა სერ ჩილკოტმა განაცხადა, რომ ტონი ბლერი ინფორმაციას ფლობდა ერაყში ძალების შეყვანის შესაძლო შედეგებზე.
“ბატონ ბლერს აფრთხილებდნენ, რომ სამხედრო მოქმედებები გაზრდიდა დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ინტერესების წინაშე არსებული საფრთხის დონეს “ალ-ქაიდას” მხრიდან. მას აფრთხლიბდნენ, რომ ინტერვენციის შედეგად, შესაძლო იყო ერაყის შეიარაღება ტერორისტების ხელში აღმოჩენილიყო" - განაცხადა სერ ჯონ ჩილკოტმა.
მისი თქმით, დიდმა ბრიტანეთმა ერაყის ომში ჩართვის გადაწყვტილება მანამ მიიღო, ვიდრე მშვიდობიანი დარეგულირების ვერსიები ამოიწურებოდა. ამასთანავე, კომისიის ხელმღვანელმა აღნიშნა, რომ ერაყში ჯარის შეყვანის და შემდომი მოქმედებების მომზადება არასაკმარისად მოხდა.
ამასთანავე, დოკუმენტში ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ერაყი მართლაც ფლობდა ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გარკვეულ მარაგს, სადამ ჰუსეინის ხელში არსებული იარაღის საშიშროება გადაჭარბებული იყო.
ექვსწლიანი სამხედრო კამპანიის განმავლობაში ერაყში 179 ბრიტანელი სამხედრო და ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები






