"ბიზნეს კაფეს" მეხუთე შეხვედრა - თემა „ინოვაციების მართვა“
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:34, 02 Jul, 2016     828

29 ივნისს სასტუმრო ROOMS Hotel Tbilisi-ში ბიზნეს კაფეს რიგით მეხუთე შეხვედრა გაიმართა. ბიზნეს კაფე საკონსულტაციო და საძიებო კომპანია „ინსორსის“ მიერ ინიცირებული პროექტია, რომელიც პირველივე დღიდან პაშა ბანკის ექსკლუზიური მხარდაჭერით ხორციელდება.

ბიზნეს კაფეს შეხვედრას ტრადიციულად დაესწრნენ სხვადასხვა მსხვილი კომპანიების მაღალი რგოლის მენეჯერები და განიხილეს თემა „ინოვაციების მართვა“, რომელიც სპეციალურად მოწვეულმა სტუმარმა, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ წარადგინა.

ბიზნეს კაფეს პირველი შეხვედრა 2015 წლის ოქტომბერში შედგა. მის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად იზრდება, რასაც შეხვედრების ფორმატი და განხილული თემების აქტუალობა განაპირობებს. წლის განმავლობაში ინსორსი და პაშა ბანკი კიდევ სამ შეხვედრას უმასპინძლებენ.

ბიზნეს კაფეს ფორმატის შეხვედრები საქართველოში პირველად ტარდება და ემსახურება ბიზნესის სფეროში მიმდინარე პროცესების და სიახლეების განხილვას. ყოველ შეხვედრას ესწრება საშუალოდ ოცამდე სტუმარი და სპეციალურად მოწვეული მოდერატორი, რომელიც უზრუნველყოფს საკუთარი და დამსწრეთა გამოცდილებების გაზიარებას ერთმანეთთან.

ბიზნეს კაფეს შეხვედრების მოდერატორებს შორის იყვნენ: დავით გოგიჩაიშვილი, ალექსანდრე ჯეჯელავა (ამჟამად საქართველოს განათლების მინისტრი), ანდრო დგებუაძე და პაპუნა ტოლიაშვილი.

შეხვედრებზე განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა: „ორგანიზაციული კულტურა“, „ადამიანური რესურსების მართვა“, „მენეჯმენტი 3.0 - ანუ უკუღმა წაკითხული MBA -ს წიგნები“ და „წრიული ორგანიზაციული სტრუქტურები“.

„მსხვილი კომპანიების მაღალი რგოლის მენეჯერებს შორის ბიზნეს კაფეს მიმართ მზარდი ინტერესი, ვფიქრობ, რომ განპირობებულია სპეციალურად მოწვეული მოდერატორებით და ყურადღებით შერჩეული თემებით. გიორგი ქადაგიძის მოსმენა თემაზე „ინოვაციების მართვა“ ცალსახად ძალიან საინტერესო იყო და სტუმრებმა ამჯერადაც გამოხატეს კმაყოფილება შეხვედრაზე დასწრებით. აქვე უნდა ავღნიშნო, რომ კომპანია „ინსორსთან“ პარტნიორობა აღნიშნულ პროექტზე ნამდვილად გამორჩეულად პროდუქტიული და სასიამოვნოა,“ აღნიშნა ანანო ქორქიამ, პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42