6 ივლისის ანონსი
ანონსი - 21:26, 05 Jul, 2016     1181

10:30 საათზე - საქართველოს პარლამენტის წევრი, „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენელი ანი მიროტაძე მიმდინარე პოლიტიკურ და საარჩევნო საკითხებზე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

მის.: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

11:00 საათი - ენმ-ის ცენტრალურ ოფისში ლევან თარხნიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

11:00 საათზე - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი და ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ადვოკატთა საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებთან დაკავშირებით ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. პრესკონფერენციას დაესწრებიან ადვოკატები, რომლებსაც სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომლებმა კონფიდენციალური ჩანაწერების გამჟღავნება მოსთხოვეს.

მისამართი: ზუბალაშვილების 36

11:00 საათზე - „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: „პოლიტიკურ სუბიექტებთან დაკავშირებული კვლევები; ეგზიტპოლები და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა მის გავრცელებაზე; ამომრჩევლის მოსყოდვა და სარჩელი რიმა ბერაძის წინააღმდეგ“.

მის.: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

11:30 საათზე - "პირველის პრესკლუბში" "ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის" წევრები: ალექსანდრე კობაიძე და გია ჯანაშვილი სპეციალურ ბრიფინგს გამართავენ და პროკურატურას მიმართავენ გამოიძიონ საქმეები, რომელიც ბიზნესის შესაძლო ტერორს ეხება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მეორე სართული. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:00 საათზე - „ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ (EUGBC) ორგანიზებით, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართება შეხვედრა სასამართლო ხელისუფლებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შორის, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, მზია თოდუა და თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე.

11:00 საათზე - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ტრანსპორტის სფეროში მოღვაწე მიმწოდებლებთან, ბიზნესმენებთან სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძის რიგით მეხუთე შეხვედრა გაიმართება.

მის.: ისანი, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ.№8

11:30 საათზე - არასამთავრობო ორგანიზაცია "ლეონიდ ჩერნოვეცკი - ქართული მომავლის“ დირექტორი გიორგი ქვრივიშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: „პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონის შედეგად ქობულეთში, ლეონიდ ჩერნოვეცკის მიერ დაარსებული ბავშვთა პანსიონის იძულებით დახურვა“.

მის.: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599 72 65 65

12:00 საათზე - საინფორმაციო სააგენტო ,,პირველის“ პრეს–კლუბში ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - „აფბა“–ს ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი ბრიფინგს გამართავს.

თემა: საავტომობილო გაზის ბაზარზე არსებული დომინანტური პოზიციების გამო, კონკურენციის სააგენტომ „სოკარის“ წინააღმდეგ მოკვლევა უნდა დაიწყოს.

მისამართი: ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზირი #116, ბიზნესცენტრი „დიდუბე პლაზა“, მეორე სართული.

საკონტაქტო პირი: ანდრია გვიდიანი ტელ: 551-55-25-25

12:00 საათზე - ვაკის გამგეობის ეზოში, თამარაშვილის ქუჩაზე დაგეგმილი კორპუსის მშენებლობის წინააღმდეგ მოსახლეობის საპროტესტო აქცია გაიმართება.

14:00 საათზე - CSR კვირეულის ფარგლებში, ”საქართველოს ბანკის“ ცენტრალურ ოფისში შეხვედრა გაიმართება.

თემა: ”შშმ პირების პრობლემები საქართველოში და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის როლი“.

მის.: გაგარინის #29ა

საკონტაქტო პირი თაკო ვარამაშვილი - 579421888

14:00 საათზე - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პირისპირ შეხვდება ამერიკის სახელმწიფო მდივანს, ჯონ კერის, რომლის დასრულების შემდეგ საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ქარტიის პლენარული სხდომა გაიმართება.

15:30 საათზე - საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42