"მუტონენის გიგი წერეთელზე გამარჯვება, არის ზომიერი ევროპის გამარჯვება ანტირუსულ ევროპაზე" - პუშკოვი
მსოფლიო - 16:26, 05 Jul, 2016     3059

რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ალექსეი პუშკოვის განცხადებით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად ავსტრიელი დეპუტატის, კრისტინა მუტონენის არჩევა, არის ზომიერი ევროპის გამარჯვება აგრესიულ, ანტირუსულ ევროპაზე.


„ავსტრიელი სოციალისტის მუტონენის მიხეილ სააკაშვილის პარტიის კანდიდატზე, გიგი წერეთელზე გამარჯვება - ევროპის ზომიერი ნაწილის, აგრესიულ, ანტირუსულ ნაწილზე გამარჯვებაა” - განაცხადა პუშკოვმა.

მისივე თქმით, ეს ასევე გამარჯვებაა რუსეთის იზოლაციის კურსზე, რომლის გატარებასაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასა და სხვა ფორმატებში ამერიკული და კანადური დელეგაციები ცდილობდნენ.

პუშკოვი მიესალმა ფაქტს, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე აირჩიეს ნეიტრალური, ნატოს არაწევრი ქვეყნის წარმომადგენელი.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პრეზიდენტის ასარჩევად კენჭისყრის მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო, ვინაიდან ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა.

არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე ავსტრიის წარმომადგენელ კრისტინა მუტონენს 86-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი, გიგი წერეთელს კი 73-მა. შესაბამისად, აღნიშნულ პოსტზე კრისტინა მუტონენი აირჩიეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42