პაშა ბანკი აშშ-ს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას შეუერთდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:25, 05 Jul, 2016     983

პაშა ბანკი, ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას სთავაზობს მსხვილი და საშუალო ზომის საწარმოებს, წელს კვლავ აქტიურად ჩაერთო აშშ-ს დამოუკიდებლობის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაში. ბანკი უკვე მეორე წელია აშშ-ს საელჩოში ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham Georgia) მიერ ორგანიზებულ საღამოში იღებს მონაწილეობას.

2016 წლის 2 ივლისს AmCham Georgia-მ ამერიკის საელჩოსთან ერთად უმასპინძლა ოჯახურ პიკნიკს ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმოწერიდან 240 წლის იუბილეს აღსანიშნავად. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ და ამერიკის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ ქაუგილმა 1200-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლეს.

AmCham 1998 წელს დაფუძნდა და საქართველოში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ის 200-მდე ქართულ და ამერიკულ კომპანიას წარმოადგენს და საქართველოში ყველაზე დიდი საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციაა.

პაშა ბანკი AmCham-ის აქტიური წევრია. აღნიშნული ასოციაციასთან ერთად პაშა ბანკი გაერთიანებულია ისეთ ორგანიზაციებში, როგორებიცაა: EU-Georgia Business Council (EUGBC), International Chamber of Commerce (ICC) as well as Georgian Chamber of Commerce and Industry (GCCI).


„ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ აქტიურად ვითანამშრომლოთ საქართველოში მოქმედ ბიზნეს ასოციაციებთან, მითუმეტეს რომ პაშა ბანკი მხოლოდ კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას ეწევა და ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანია ბიზნესის წარმომადგენლებთან ურთიერთობა. AmCham ჩვენთვის ერთ-ერთი გამორჩეული პარტნიორია და მოხარული ვართ, რომ მოგვეცა საშუალება მათთან ერთად აგვეღნიშნა აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე. პიკნიკი, რომელიც ტრადიციულად იმართება ხოლმე ამ დღესთან დაკავშირებით, აზერბაიჯანშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს და პაშა ბანკი არა ერთხელ იყო ამ ღონისძიების სპონსორი ბაქოში.“ აღნიშნა შაჰინ მამმამდოვმა, პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ და გენერალურმა დირექტორმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42