ჯასტინ ბიბერმა ინსტაგრამზე დემნა გვასალიას ფოტო ატვირთა(ფოტოკოლაჟი)
შოუ ბიზნესი - 11:24, 05 Jul, 2016     26458

ქართველმა დიზაინერმა დემან გვასალიამ დიდი ხანია მოდის სამყაროში ადგილი დაიმკვიდრა. მისი ბრენდის Vetements-ის სამოსში ხშირად აფიქსირებენ რიანას, კანიე ვესტს, რამდენიმე დღის წინ მისი ქვედაბოლო ეცვა ბელა ჰადიდს, ტეოლორ სვიფტს და ა.შ.

2 დღის წინ დემნამ ახალი კოლექცია წარადგინა, რომლითაც როგორც ჩანს ჯასტინ ბიბერიც მოიხიბლა. მომღერალმა ინსტაგრამზე დემნა გვასალიას ფოტო ატვირთა.

"ბალენსიაგას" კრეატიულმა დირექტორმა დემნა გვასალიამ, რამდენიმე კვირის წინ მამაკაცის კოლექცია წარადგინა, რომელზე საუბარმაც სრულიად მოდის ინდუსტრია მოიცვა. ყველაზე გავლენიანი მოდის ჟურნალები წერდნენ, რომ ეს არის ახალი სიტყვა მოდის სამყაროში.

გუშინწინ კი რამდენიმე ბრენდთან კოლაბორაციით Vetements-მა ახალი კოლექცია წარადგინა, რომელმაც სრული ფურორო მოახდინა.

The Business of Fashion-მა ვეტმანს ახალ სტატიაში გენიალური უწოდა. სტატიაში აღნიშნულია,რომ ეს გენიალურობა მის პრაგმატიზმში მდგომარეობს.

ესპანური ვოგი ახალ სტატიას აქვეყნებს, რომელიც ასე იწყება: “ მომავალი იწყება აქ. Vêtements-ზე საუბარი , ნიშნავს ფენომენზე საუბარს, რომელსაც ქართველი დემნა გვასალია ქმნის.“

შეგახსენებთ, დემნა გვასალია „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორი 2015 წლის ნოემბერში გახდა. პარალელურად, ის განაგრძობს ბრენდ Vetements-ის კოლექციის შექმნას.

"ვუნდერკინდი ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია ”ბალენსიაგას” კრეატიულ დირექტორად დაინიშნა" - წერდა გამოცემა businessoffashion.com. ბრენდისთვის თავისი პირველი შოუ გვასალიამ 2016 წლის მარტში გამართა

Vetements-ის სათავეში დემნასთან ერთად მისი ძმა გურამ გვასალია დგას. მათი სახასიათო ნიშანი დიდი ზომის სამოსი, ყვავილების პრინტებიანი კაბები და გადაკეთებული ჯინსებია. გვასალია რვა წლის განმავლობაში Margiela-ს კულისებში მუშაობდა. თანამშრომლობდა "ლუი ვიტონთანაც." დემნა გვასალიას მეისონ მარტინი მარჯიელას "სულიერ შვილს" უწოდებდა. გამოცემა, businessoffashion.com კი მას ვუნდერკინდ ქართველ დიზაინერს უწოდებს.

დემნა გვასალიას განსაკუთრებული გულშემატკივარია რეპერი კანიე ვესტი. რომელმაც დემნა გვასალიასთან და "ვოგის" მთავარ რედაქტორ ანა ვინტურთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით - "ბოსები."

გთავაზობთ რამდენიმე ლუქს Vetements-ის ახალი კოლექციიდან:









მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42