„მე აბსოლუტურად ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ყველა ტერაქტის უკან, რომელიც თურქეთში რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების და რუსეთ-თურქეთს შორის ურთიერთობის დაძაბვის შემდეგ მოხდა, რუსული სპეცსამსახურები დგანან. მე ამაში სრულად დარწმუნებული ვარ. პრინციპში, პუტინი ამას განსაკუთრებულად არც მალავს. მათ განაცხადეს, რომ „მათი ქმედებები თვითმფრინავის ჩამოვარდნის საპასუხოდ მარტო პამიდვრის აკრძალვით“ არ შემოიფარგლება და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო აფეთქებების სერია. რაც შეეხება ბოლო ტერაქტს, ერთადერთი რაც შემიძლია თქმა, პუტინმა ერდოღანთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ის თურქეთში ტურიზმზე მოქმედ აკრძალვას გააუქმებს. ჩემი მოსაზრებით, ეს მიუთითებს, რომ პუტინის დავალებით, რუსული სპეცსამსახურები მომავალში მსგავს ტერაქტებს აღარ განახორციელებენ, თუმცა ესეც საეჭვოა. ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ მომხდარის შემდეგ ყველა ქვეყანამ თავის მოქალაქეებს თურქეთში გამგზავრებაზე სიფრთხილით მოკიდებისკენ მოუწოდა. მხოლოდ რუსეთმა და პუტინმა განაცხადეს, რომ ახლა იქ გამგზავრება უსაფრთხოა. ის ან რუსეთის მოქალაქეებში ეძებს ახალ მსხვერპლს და ამით თავის კვალის დაფარვას ცდილობს, ან უნდა რომ ერდოღანი დაარწმუნოს, რომ მისი მოკავშირეა.“- აცხადებს ზაკაევი.
რაც შეეხება აჰმედ ჩატაევის როლს, როგორც „ეხო კავკაზა“ აღნიშნავს, ჩეჩნებს შორის არსებობს მოსაზრება, რომ ის დიდიხანია რუსულ სპეცსამსახურებზე მუშაობს.
ახმედ ზაკაევი ჩატაევზე საუბრისას იხსენებს, რომ ჩატაევი ჩართული იყო ლოპოტას ხეობაში მომხდარ მოვლენებში.
„ცალსახაა, რომ ლოპოტაში მომხდარი ოპერაციის, ამ ტრაგედიის უკან რუსული სპეცსამსახურები იდგნენ“, - აცხადებს ზაკაევი.
როგორც თავად განმარტავს, პირველად, სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშრისო აეროპორტში მომხდარ ტერაქტში ჩეჩნურ კვალზე ინფორმაცია რუსულმა მედიამ და ასევე, რუსეთის მიერ კონტროლირებადმა თურქულმა გაზეთმა გაავრცელეს.
მასალის გამოყენების პირობები






