ქართველი მწერლების სოლიდარობა ქართველ გამომცემლებს
საზოგადოება - 22:02, 25 Apr, 2013     1225

"ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ ამ განცხადებას.

 

მწერლების სოლიდარობა ქართულ გამომცემლობებს

 

მივესალმებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივას სასკოლო სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგების შესახებ. თუმცა, სამწუხაროდ, ის გზა, რომელიც სამინისტრომ აირჩია სოციალური სამართლიანობისა და განათლების ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად, შეიცავს დიდ საფრთხეებს, ხელყოფს ავტორებისა და გამომცემლობების ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს და არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც "ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლება უზრუნველყოფილია. ინტელექტუალური საკუთრების უფლება ხელშეუვალია".


თუ ასე ხელაღებით და თვითნებურად განხორციელდა ეს ინიციატივა, ჩვენ ვშიშობთ, რომ განვითარებას შეწყვეტს ქართული სახელმძღვანელოების შექმნის კულტურა, რომელიც ბოლო პერიოდში ჩამოყალიბდა და მეტიც – ეს გადაწყვეტილება გამოიწვევს გამომცემლობების დახურვას, რადგან ისინი ვეღარ შეძლებენ სხვა სახის ლიტერატურული პროდუქტის შექმნას, რომელთა გამოცემაც პირდაპირ უკავშირდება სახელმძღვანელოებიდან შემოსულ თანხებს. ასევე დაზარალდებიან არა მხოლოდ გამომცემლები და სახელმძღვანელოების ავტორები, არამედ უამრავი ადამიანი დარჩება სამსახურის გარეშე. უკვე გაჩერებულია რამდენიმე სტამბა, ახლო მომავალში კი მოსალოდნელია დაიხუროს წიგნის მაღაზიებიც.


რაც არ უნდა კეთილი განზრახვა ამოძრავებდეს ვინმეს, ჩვენთვის მიუღებელია, თუნდაც ერთი მოქალაქის ინტერესებისა და უფლებების დარღვევის ხარჯზე მიღებული გადაწყვეტილება.


გვსურს მივმართოთ განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, დაფიქრდეს როგორი მნიშვნელოვანია კერძო ბიზნესი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და რა დიდ როლს თამაშობენ დამოუკიდებელი გამომცემლები საქართველოს განათლების, ზოგადად კულტურისა და კონკრეტულად მწერლობისთვის. ვთხოვთ მინისტრს კიდევ ერთხელ გადახედოს აღნიშნულ საკითხს და ყველა პრობლემა გადაწყდეს დაინტერესებულ მხარეთა მოლაპარაკების გზით."

 

ხელს აწერენ:


თამაზ ჭილაძე, ბესიკ ხარანაული, ტარიელ ჭანტურია, ბაჩანა ბრეგვაძე, როსტომ ჩხეიძე, გივი შაჰნაზარი, მაკა ჯოხაძე, რეზო კვესელავა, ლევან ბრეგაძე, გენო კალანდია, გიორგი ლობჟანიძე, ირაკლი სამსონაძე, ლერი ალიმონაკი, მერი ტიტვინიძე, ნანა გოგოლაშვილი, დიანა ანფიმიადი, ირაკლი კაკაბაძე, სალომე ბენიძე, ნინო სადღობელაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42