ერთი თვის წინ, ცნობილი გახდა, რომ ტეილორმა 15 თვიანი ურთიერთობა დაასრულა მუსიკოს კალვინ ჰარისთან, ერთ კვირაში კი პაპარაცებმა სანაპიროზე ტომ ჰიდლსტონთან ერთად დააფიქსირეს.
წყვილის ურთიერთობა საკმაოდ სწრაფად ვითარდება. ტომმა უკვე მოასწრო დედისთვის და ახლობლებისთვის ტეილორის გაცნობა. ოჯახის წევრების გასაცნობად , წყვილი პრივატული თვითმფრინავით ბრიტანეთში ჩაფრინდა. რამდენიმე დღე კი "რომაული არდადეგები" მოიწყვეს. წყვილი რომანტიკულ გარემოში რომის ქუჩებშიც დააფიქსირეს.
წყვილი ამჯერად ინგლისის მახლობლად, ზღვის სანაპიროზე ისვენებს. პაპარაცების მიერ გადაღებული ფოტოებიდან ირკვევა, რომ ჰიდლსტონმა და სვიფტმა დასვენება უახლოესი მეგობრების გარემოცავში გადაწყვიტეს. მათთან ერთად ფოტოებზე ჩანან რაიან რეინოლდსი, ბლეიკ ლაივლი, კარა დელვინი, კარლი კლოსი, ჯიჯი ჰადიდი და სხვები. აღსანიშნავია, რომ ჰიდლსტონის მაისურს წარწერა ამშვენებს -I ❤️ T.S, მკლავზე კი გული აქვს დახატული, რომელშიც კვლავ T აქვს მოთავსებული.
ესეც ასეე, "ჯეიმს ბონდი" ქერა ლამაზმანზეა შეყვარებული.
P.S : "ნიუპოსტში" ვთვლით, რომ ბიჭი ჯობია!



















მასალის გამოყენების პირობები






