საბჭოს შემადგენლობაში წარმოდგენილი უნდა იყოს თითო წევრი შემდეგი სექტორებიდან:
- პროფესიული ორგანიზაციებიდან;
- ბიზნესასოციაციებიდან;
- აკადემიური წრეებიდან.
თითოეული ამ სექტორიდან შეიძლება წარდგენილ იქნას საბჭოს წევრობის 3-3 კანდიდატი. საქართველოს ფინანსთა მინისტრისათვის საბჭოს წევრობის კანდიდატურების წარდგენა წარმოებს არაუგვიანეს 2016 წლის 15 ივლისისა.
დაინტერესებული მხარეების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
წარმდგენი ორგანიზაცი(ები)ის სარეკომენდაციო წერილი;
წევრობის კანდიდატის ავტობიოგრაფია (CV);
სამოტივაციო წერილი, საიდანაც გაირკვევა, თუ რატომ მიიჩნევს ესა თუ ის პირი, საკუთარ თავს საბჭოს წევრობისთვის ღირსეულ კანდიდატად, როგორ აპირებს დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და ზოგადად, სამსახურის საქმიანობის და საზედამხედველო სფეროების ხელშეწყობას;
ცნობა ნასამართლეობის შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები






