როგორ დავიკლოთ ზღვაზე წასვლამდე? - 6 რჩევა სწრაფად გახდომისთვის
ეს საინტერესოა - 10:00, 12 Jul, 2017     29587
1. ზღვაზე წასვლამდე დარჩენილი კვირების განმავლობაში, მოიწყვეთ კვირაში ერთი გაწმენდის დღე - ანუ მთელი ამ დღის განმავლობაში, მიიღეთ ხილი, ხილი და არაფერი ხილის გარდა [ბანანს იღებთ რაციონიდან]. ეს იმდენად ეფექტურად აისახება თქვენს სხეულზე, რომ თავადაც სასიამოვნოდ გაკვირვებულები დარჩებით.

2. ისევ და ისევ წყალი - თუნდაც მხოლოდ ზღვის გულისათვის :) დალიეთ გაღვიძებისთანავე ნახევარი ლიტრი თუ ვერა, 1 ჭიქა წყალი მაინც. სასურველია, ეს მაჩვენებელი ნახევარ ლიტრამდე მალე ავიდეს... რაც მალე აიყვანთ, მით მეტს მოიკლებთ ზღვაზე წასვლამდე.

3. ამოიღეთ რაციონიდან შაქარი, ძეხვეული და ცომეული... ყველაზე მაგრები იქნებით, თუ მარილსაც ზედ მიაყოლებთ... შედეგი ამ დროს მოდის 3-ჯერ უფრო სწრაფად. ჩვენ კი ახლა, დამეთანხმებით, ძალიან სწრაფი შედეგი გვჭირდება! ;)

4. აიღეთ 1-2 სუფრის კოვზი გახეხილი ნედლი ჯანჯაფილი და 1 მოზრდილი ლიმონი კანიანად (ასევე გახეხილი). მოათავსეთ ინგრედიენტები თერმოსში და დაასხით 1,5 ლ გადადუღებული და გაგრილებული წყალი. გააჩერეთ ნაყენი 4-6 საათი და მიღების წინ (სურვილისამებრ) დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი. მიიღეთ ერთი ჭიქა ნაყენი ყოველი ჭამის წინ.

5. მოძრაობა რომ უნდა გაზარდოთ, ამას ხომ რჩევაც არ უნდა, მაგრამ თუ დილით სირბილი, საღამოს ვარჯიში, დარბაზში სიარული და ა.შ. ან გეზარებათ, ან დროს ვერ პოულობთ, ჩაანაცვლეთ უფრო სასიამოვნოთი, თუნდაც საზღვაოდ მოსამზადებელ შოპინგზე სიარულით... იარეთ რამდენჯერ და რამდენ ხანსაც გინდათ... ორმაგად სასიამოვნოა, როცა იცი, რომ ამით ორ კურდღელს იჭერ, ხომ ასეა? ;)

6. მეექვსე და ძალიან აუცილებელი ფაქტორია - განწყობა. ამერიკელმა ექსპერტებმა დიდი ხანია, დაამტკიცეს, რომ წონის კლება-მატება, გვინდა თუ არ გვინდა, 70%-ზე მეტად ჩვენს შინაგან განწყობაზეა დამოკიდებული და არა - მიღებულ საჭმელზე. მათივე რჩევით, აუცილებელია, ზუსტად ჩამოვაყალიბოთ ჩვენი B წერტილი - ანუ რამდენი კილოგრამით ნაკლები უნდა ვიყოთ და როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ 10, 15 თუ 20 დღის მერე, გააჩნია, ჩვენს შემთხვევაში, რამდენი დრო გვაქვს დარჩენილი ზღვაზე წასვლამდე. ჰოდა, როგორც კი განვსაზღვრავთ ჩვენი დაკლებული მე-ს პარამეტრებს, დღეში 2-ჯერ მაინც 15 წუთის განმავლობაში დრო უნდა დავუთმოთ მასზე კონცენტრაციას. ეს აგვიმაღებს განწყობას და ტვინს აიძულებს, ისე ამუშაოს სხეული, რომ ამ უკანასკნელმა სწორედ ის ფორმები მიიღოს, როგორსაც ჩვენ მივუთითებთ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42