ილია მეორე: „ჩვენ თითქმის მივუახლოვდით უფსკრულს“
საზოგადოება - 15:50, 25 Apr, 2013     1391

ილია მეორემ 2013 წლის მოწვევის ახალგაზრდული პარლამენტის წევრები დალოცა და მათ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

 

კათოლიკოს პატრიარქმა ახალგაზრდებთან საუბრისას დიდი დრო დაუთმო უფროს თაობასთან ურთიერთობის მნიშვნელობას.

 

"ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაფერი დამოკიდებულია ღვთის წყალობაზე, ღვთის ნებაზე. ამიტომ ჩვენი ენერგია უნდა დავუახლოვოთ ღვთის მადლს, ენერგიას, უნდა მოხდეს სინერგია. თუ ჩვენი ენერგია ღვთის ენერგიას დაშორდება, ჩვენ სიკეთეს კი არა, ბოროტებას მოვუტანთ ჩვენს ქვეყანას, ამიტომ ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ერთი დიდი მეცნიერი ამბობს, ჩვენ აღარ გვყავს ფილოსოფოსები, მხოლოდ კრიტიკოსები დარჩნენ. ადვილია კრიტიკა, მით უმეტეს სხვა ადამიანების. მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება თქვენს მოღვაწეობას, თუ თქვენ გექნებათ კავშირი უფროს თაობასთან. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ სხვებს და ვაკეთოთ ისე, როგორც ჩვენ მიგვაჩნია საჭიროდ. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, იქონიეთ კავშირი უფროს თაობასთან.

 

ბოლო დროს წინა პლანზე წამოიჭრა პოლიტიკური პარტიების როლი, იმდენად დაუპირისპირდნენ ეს პარტიები ერთმანეთს, რომ დაავიწყდათ საქართველო. სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება დასაშვებია და ასეც უნდა იყოს, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ჩვენს უკან ჩვენი ერი, ჩვენი სამშობლოა. მე მიმაჩნია, რომ ჩვენი ახალგაზრდობა ბრძენია და უფრო ღრმად შეხედავს ამ პრობლემას, რომლის წინაშეც ვდგავართ. ხშირი შემთხვევაა, რომ ადამიანი, სახელმწიფო ხშირად გადადგამს უკან ნაბიჯს, მაგრამ სულ უკან სვლა დაუშვებელია, ჩვენ უნდა ვიაროთ წინ, ეს არის ღვთის ნება. მაცხოვარი ჩვენი ამბობს: "იყავით სრულყოფილი, ვითარცა მამა თქვენი სრულყოფილ არს", ეს არის მითითება იმაზე, რომ სრულყოფა დაუსრულებელია, ადამიანი ვერასდროს ვერ გახდება ისეთი, როგორც მამაზეციერია, მაგრამ სრულყოფა დაუსრულებელია ორთავ სოფელსა შინა. მე გისურვებთ, რომ გქონდეთ თქვენ მტკიცე სარწმუნოება, მართლმადიდებელი", - განაცხადა უწმინდესმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42