ცესკო საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 15:12, 25 Apr, 2013     469


,,23 აპრილს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით წერილობით მომართა. საქმე ეხება მიმდინარე წლის 21 აპრილს ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გასულ გადაცემას "ღამის შოუ - ოთარ ტატიშვილთან ერთად", სადაც მიწვეულები იყვნენ პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები: თამარ კორძაია, პაატა კიკნაველიძე და გიორგი კახიანი. როგორც წერილშია აღნიშნული, გადაცემა შეიცავდა წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს და არღვევდა მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების საკანონმდებლო რეგულაციებს.


საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, საარჩევნო პროცესებში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განსაზღვრავს, ასევე უზრუნველყოფს მაუწყებლის მიერ კანონით დადგენილ ნორმათა დაცვის მონიტორინგს და ახდენს შესაბამის რეაგირებას ამ ნორმების დარღვევაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წერილი და თანდართული გადაცემის ჩანაწერი შემდგომი რეაგირებისთვის, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას გადაუგზავნა", - ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42