10:00 საათზე - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი თადარიგის გენერალ-მაიორი კობა კობალაძე გმირთა მოედანზე ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივს მიაგებს. ცერემონიალს ასევე დაესწრებიან, საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ვახტანგ კაპანაძე და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სამხედრო საკითხებში, პოლკოვნიკი ალექსანდრე ბარბაქაძე.
მისამართი: გმირთა მოედანი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი
საკონტაქტო პირი: ქეთევან ლომაია 599 50 83 55
11:00 საათზე - ქ.დუშეთში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული მეომრების სახელის უკვდავსაყოფად ღონისძიებები გაიმართება. ღონისძიებას დაესწრება საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. მის: ქ. დუშეთის შესასვლელი, აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების სახელობის მემორიალი.
საკონტაქტო პირი: თეა ბოგვერაძე 595530021
11 საათზე - თბილისში, წერეთლის გამზ.N116-ში, 11:00 სთ-ზე, „დიდუბე პლაზას“ საკონფერენციო დარბაზში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ლიცეუმის“ მიერ ორგანიზებული კონფერენციის „მოქმედება 365“ მესამე, ბოლო სამუშაო დღე გაიხსნება. მესამე სამუშაო დღის თემები:
1. სახელმწიფო და რელიგია
2. განათლების სისტემა
საკონტაქტო პირები:
ვლადიმერ კვიტაშვილი - vladimerkvitashvily@gmail.com, +995 557 131211
თამარ გიგაური - tamuniagiguauri@gmail.com, +995 577 187160
11:30 საათზე - ენმ-ის ცენტრალურ ოფისში რომან გოცირიძის პრესკონფერენცია გაიმართება
12:00 სათზე - ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი „რეპორტიორის“ პრეს–კლუბში საგანგებო ბრიფინგს გამართავს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.
მისამართი: ქ. თბილისი, იოსებიძის ქუჩა #57, I სართული.
საკონტაქტო ინფორმაცია: გიორგი ზოიძე, 599 291202
19:00 საათზე - პროექტის - „Check in Georgia” ფარგლებში, ქალაქ სიღნაღში, დავით აღმაშენებლის სახელობის მოედანზე (გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე) ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით, კონცერტი გაიმართება.
19:00 საათზე - პროექტის - „Check in Georgia” ფარგლებში, გორში, სტალინის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე არსებულ სკვერში, გორელი მსმენელის წინაშე ჯგუფი „სეიშენი“, ინსტრუმენტული ჯგუფი, მარიამ ებრალიძე, თემურ საჯაია, ქეთი ფარესაშვილი და ზაურ შავგულიძე წარდგებიან.
მასალის გამოყენების პირობები






