ივლისის სამიტზე მოხდება საქართველოსმიერ მიღწეული პროგრესის აღიარება, ყველა კრიტერიუმის დაკამყოფილების შემთხვევაში კი , საქართველო ნატო-ს წევრი გახდება - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სააგენტო „ინტერფაქსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მივიღეთ, ძალაში რჩება. საქართველო გახდება ნატო-ს წევრი იმ შემთხვევაში, თუ აუცილებელ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. საქართველომ შთამბეჭდავი პროგრესი აჩვენა, მაგრამ საქართველოს ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის სამუშაო კიდევ არის შესასრულებელი.
ნატო-ს წევრობისთვის მოსამზადებლად, საქართველოს უკვე აქვს ყველაზე აუცილებელი პრაქტიკული ინსტრუმენტები - ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, ნატო-საქართველოს კომისია და ყოველწლიური ეროვნული პროგრამა. ივლისის სამიტზე მოხდება საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის აღიარება“ - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მასალის გამოყენების პირობები






