რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას თურქეთისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შესახებ. ამის შესახებ კრემლის საიტი იუწყება.
კრემლის თანახმად, ახალი დადგენილებით ცვლილებები შედის პრეზიდენტის მიერ 2015 წლის 28 ნოემბერს გამოცემულ განკარგულებაში, რომელიც დანაშაულებრივი და კანონსაწინააღმდეგი ქმედებებისგან ეროვნული უსაფრთოხებისა და მოქალაქეების დასაცავად, თურქეთის წნააღმდეგ სპეცილაური ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, რუსეთის მთავრობას დაევალა მიიღოს ზომები თურქეთსა და რუსეთს შორის ჩარტერული გადაზიდვების , ტუროპერატორებისა და ტურისტული სააგენტოების მიერ თურქეთის საგზურების გაყიდვასთან დაკავშერბული აკრძალვის
მოხსნასთან დაკავშირებით.
ამავდროულად, პუტინმა მინისტრთა კაბინეტს დაავალა, გამართოს მოლაპარაკებები თურქეთის მთავრობასთან საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ ქვეყნებს შორის.
ბრძანება ძალაში შედის მისი გამოქვეყნებისთანავე.
შეგახსენებთ, თურქეთ-რუსეთის ურთიერთობა გასული წლის ნოემბერში, თურქეთის მიერ რუსული ბომბდამშენის სუ 24-ის ჩამოგდების შემდეგ დაიძაბა. ოფიციალური ანკარას განცხადებით, რუსულმა თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. მოსკოვი თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევას კატეგორიულად უარყოფს.
გამანადგურებლის ჩამოგდების შემდეგ რუსეთმა თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და სავიზო სანქციები დააწესა. მოსკოვი ანკარასგან ბოდიშის მოხდასა და ზარალის კომპენსაციას ითხოვდა.
რამდენიმე დღის წინ კრემლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა პუტინს წერილი გაუგზავნა, სადაც ბოდიშს იხდიდა. თურქეთის პრემიერის განცხადებით, ერდოღანს ბოდიში არ მოუხდია, მან მხოლოდ მწუხარება გამოთქვა გარდაცვლილი პილოტის გამო.
აღსანიშნავია, რომ 28 ივნისს, სტამბოლში, ათათურქის აეროპორტში განხორციელებული ტერაქტის შედმეგ, ვლადიმერ პუტინმა ერდოღანს დაურეკა და სამძიმარი გამოუცხადა.
ეს პირველი სატელეფონო საუბარი იყო ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის მას შემდეგ, რაც ნოემბერში თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიის საზღვართან რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
მასალის გამოყენების პირობები






