11:00 საათზე - ,,თავისუფალი დემოკრატები“ ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე განაახლებენ ქუჩის კამპანიას - ,,თავისუფლება ჯარისკაცებს". პარტიის ლიდერები აგრძელებენ ხელმოწერების შეგროვების კამპანიას და მოუწოდებენ თავისი წვლილი შეიტანონ სამხედროების გათავისუფლებაში.
11:00 საათზე - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში ოთარ კახიძისა და თინა ბოკუჩავას პრესკონფერენცია გაიმართება
11:30 საათზე - "პირველის პრესკლუბში" "დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: საარჩევნო გარემო, კვლევები და სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.
მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული,
საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00 საათზე - "პირველის პრესკლუბში" „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე–პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი ბრიფინგს გამართავს.
თემა: GWP–ისა და გოგირდის აბანოების დავა.
მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული,
საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12.00 საათზე - კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად, წყალმომარაგების სფეროს განვითარებისთვის, დასაქმების ფორუმს იწყებს.
დასაქმების ფორუმისა და კრეათონის შედეგად გამოვლენილი საუკეთესო პროექტების ავტორები კომპანიაში სამთვიან სტაჟირების პროგრამას გაივლიან, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.
მისამართი: ტექნოპარკი, ინოვაციების ქ. 7
13:00 საათზე - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ოფისში ორგანიზაცია გამართავს პრერსკონფერენციას, რომელზეც ისაუბრებს თბილისის მერიაში 2014 წლის 1 დეკემბერს გამოცხადებულ საჯარო მოხელეთა კონკურსის დოკუმენტაციაში აღმოჩენილ ხარვეზებთან/ ყალბ მონაცემებთან დაკავშირებით.
მისამართი: აღმაშენებლის გამზირი 61
14:00 საათზე - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ილკა კანერვას ერთობლივი პრესკონფერენცია
თბილისი, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, პავილიონი 3, შეხვედრების ოთახი - მეფე მირიან III
14:30 საათზე - ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) საპარლამენტო ასამბლეის საიუბილეო, 25-ე ყოველწლიური სესიის გახსნა
თბილისი, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, თამარ მეფის დარბაზი – პავილიონი 11
15:00 საათზე - პარტიის ოფისში, ირაკლი ალასანია ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ სხვა ლიდერებთან ერთად ბრიფინგს გამართავს.
17:30 საათზე - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, პედრო აგრამუნტთან
თბილისი, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, პავილიონი N3, თავმჯდომარის ოთახი
18:15 საათზე - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პედრო აგრამუნტის ერთობლივი განცხადება პრესისთვის
19:00 საათზე - სოფ. მარაბდაში 1625 წელს მარაბდის ბრძოლაში დაცემული გმირების უკვდავყოფის მიზნით ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან „ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახ. სრულიად საქართველოს ჩოხოსა რაინდთა დასი“, ააიპ „შეიარაღებული ძალების მხარდაჭერისთვის“ და „ომში დაღუპულ მეომართა ოჯახის წევრების დახმარებისა და შემწეობის ფონდი-მეოხი 2004“.
მის: სოფ. მარაბდა. ცხრა ძმა ხერხეულიძის სახელობის მემორიალი
საკონტაქტო პირი: ზაირა მიქატაძე 598 59 46 55
მასალის გამოყენების პირობები






