მსხვერპლი 43-მდე გაიზარდა - თურქეთის შს მინისტრი ტერაქტში ISIS-ის მონაწილეობაზე საუბრობს
მსოფლიო - 18:19, 30 Jun, 2016     1890
ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის მსხვერპლთა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა, ამის შესახებ განცხადება Hurriyet daily news-თან თურქეთის შს მინისტრმა ეფქან ალამ გააკეთა. მისი თქმით 43 დაღუპულიდან 19 სხვა ქვეყნის მოქალაქეა. მინისტრის თქმით იდენტიფიცირებულია ერთი თვითმკვლელი ტერორისტი. ეფქან ალას განცხადებით, არსებობს მტკიცებულებები, რომელიც ტერაქტში ISIS-ის მონაწილეობას ადასტურებს.

28 ივნისს, 22 საათსა და 15 წუთზე, ათათურქის აეროპორტში ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა . ერთი ტერორისტი სამართალდამცავებმა მოკლეს.
ერთი აფეთქება საერთაშორისო ტერმინალთან მოხდა, სადაც ტაქსებს მგზავრები შეჰყავთ. ტერორისტმა სავარაუდოდ "კალაშნიკოვის" ტიპის იარაღიდან ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი თავი აიფეთქა. ტერორისტის მიერ ცეცხლის გახსნას, პოლიციის მხრიდან საპასუხო სროლა მოჰყვა. მეორე აფეთქება ადგილობრივ ტერმინალთან მოხდა. აფეთქების მომენტი სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.დაშავებულები საავადმყოფოებში ტაქსების მძღოლებმა და სასწრაფოს ეკიპაჟებმა გადაიყვანეს.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. თუმცა, თურქეთის პრემიერის თქმით, ტერაქტის უკან დიდი ვარაუდით "ისლამური სახელმწიფო" დგას.

ამასთან, თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, აეროპორტზე თავდასხმაში მონაწილე თვითმკვლელები რუსეთის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეები იყვნენ. თურქული მედიის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე წარმოშობით ჩრდილოკავკასიელია, თუმცა ოფიციალურად აღნიშნულ ცნობა არ დადასტურებულა.

სტამბოლსა და იზმირში ჩატარებული სპეცოპერაციების დროს პოლიციამ აეროპორტში მომხდარ ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი 13 ადამიანი დააკავა. თურქული მედიის ცნობით, დაკავებულებს შორის რამდენიმე უცხოელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42